სასტუმრო „ბრიგიტე“ გთავაზობთ გაატაროთ სასიამოვნო დღეები კახეთში, ქალაქ „სიღნაღში“ თბილისიდან 115კმ-ში. სასტუმროს განლაგება საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ქალაქის, კავკასიონის და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სასტუმროს დიდი და ბავშვებისთვის განკუთვნილ პატარა აუზებით. სასტუმროში განლაგებული მცირე მუზეუმი ადგილობრივი ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით, მარანი, და ტერასა თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს. სასტუმრო „ბრიგიტეს“ რესტორანი წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ ქართულ მენიუს. სასტუმროს აქვს 12 ნომერი - 5 ლუქსი და 7 სტანდარტული ტიპის. სასტუმრო „ბრიგიტე“ ასევე მზად არის უმასპინძლოს კონფერენციებს.
სასტუმრო „ბრიგიტე“ მდებარეობს სიღნაღის ისტორიული ციხესიმაგრიდან 5 წუთის, ხოლო ეთნოგრაფიული მუზეუმიდან 2 წუთის სავალ მანძილზე. სიღნაღის ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას მისი გალავანი წარმოადგენს, რომელიც თითქმის 4 კმ-ზეა გადაჭიმული. სიღნაღიდან 2 კმ მოშორებით მდებარეობს ულამაზესი ბოდბეს მონასტრის კომპლექსი. ღვინის მოყვარულებისთვის კახეთში მოგზაურობა, ხომ განსაკუთრებული თავგადასავალია. კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და უნიკალური რეგიონია. კახეთში იწარმოება. მსოფლიოში ცნობილი უმეტესი უნიკალური, ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში.
სასტუმრო „ბრიგიტე“ სიამოვნებით გიმასპინძლებთ და გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!