ახალი სასტუმრო შუაგულ ძველ თბილისში ამანტე ნარიყალა გთავაზობთ ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ნომრებს თბილისის დაუვიწყარი ხედით. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია - მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე ქალაქის ისტორიული ცენტრისა და ყველაზე საინტერესო ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან, თანაც ამავდროულად საკმარისად მოშრებულია ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს, რათა სტუმრებს მშვიდი ძილი არ მოაკლდეთ.
ინტერიერი არის დახვეწილი და მინიმალისტური, თანამედროვე ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით. ოთახები ფართო, მაგრამ მყუდროა. აქ დაგხვდებათ კომფორტული საწოლები ფუმფულა ჰიპოალერგიული ბალიშებით, ქათქათა თეთრეული, ურბილესი პირსახოცები და ხალათები, თმის საშრობი, ჩაიდანი უფასო ყავითა და ჩაით, სააბაზანოს ნივთები და უფასო უსადენო ინტერნეტი.
სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან ადგილზე დამზადებული უგემრიელესი საუზმე დილის 8-სან 12 საათამდე. საუზმის შევდურ მაგიდაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პურ-ფუნთუშეული, ცივი და სხელი კერძები და სასმელები.
ამანტეს სახურავის ტერასაზე შეგიძლიათ ეწვიოთ ბარს, სადაც ქალქის თვალწარმტაცი პანორამული ხედის ფონზე დააგემოვნებთ უგემრიელეს კოქტეილებს.
თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სტუმრებს ნებისმიერი მოითხოვნის დაკმაყოფილებაში - აეროპორტში დახვედრის ორგანიზებიდან დაწყებული, ტურების რეკომენდაციებით, მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები დაჯავშნით დამთავრებული.