ჩვენი სასტუმროს ტრადიციები სათავეს იღებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია სერვისის დახვეწასა და სრულყოფაზე.
„თბილოტელი" წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო, 24 საათიანი სერვისით.
47 კომფორტული ნომერი, მათ შორის სტანდარტული, ნახევრადლუქსის და ლუქსის ტიპის, სატელიტური ტელევიზიით უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ქმნის სასტუმროს მომხიბვლელს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტებისათვის.
სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს 40კაცზე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქმიანი შეხვედრების გასამართავად. სასტუმროს ასევე გააჩნია შეხვედრების ოთახი 10 კაცზე , რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.
„თბილოტელი" სტუმრებს სთავაზობს მდიდარ საუზმეს. ასევე წინასწარი შეკვეთით შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.