შატო მერე კახეთში თელავთან ახლოს, თბილისიდან 90 კმ. მანძილზეა. შატო მერე ქვისგან ნაგები სასახლეა დიდი გალავნით, კოშკებითა და ხის აივნებით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
შატო მერე კომპლექსში შედის ორმოცდა-ოთხი სასტუმრო ნომერი, სამი რესტორანი, ორი ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი და ღვინის მარანი.
შატო მერე შუამთის ტყის პირას მდებარეობს და მის სიახლოვეს კახეთის მრავალი ღირსშესანიშნაობაა: ალავერდის მონასტერი, გრემის მონასტერი, მეფე ერეკლეს სასახლე თელავში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და სხვა.
უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები და საუკეთესო მომსახურება ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისათვის ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად.
ვრცლად
დაჯავშნა