გუდაური ლოჯი მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. ყველაზე დიდ და სწრაფად განვითარებად ზამთრის სპორტულ კურორტზე, თბილისიდან 120 კილომეტრში. სათხილამურო ტრასასთან მდებარე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, ულამაზესი მთის ხედებით, 4 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან შედგება.
სასტუმროში რესტორანი „კულინარიუმ ხაშერია” გიმასპინძლებთ. ქართული ტრადიციული გასტრონომიის ახლებური ხედვა, საინტერესო პრეზენტაცია და მყუდრო გარემო საოცარ კულინარიულ გამოცდილებას შეგძენთ.
ლობის ბარში სასმელებისა და წასახემსებლების მრავალფეროვან ასორტიმენტს დააგემოვნებთ. აქვე, სასტუმროს ნულოვან სართულზე, ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) სკი დეპო და Concept Store მოგემსახურებათ.
მთიდან დაბრუნებისას საშუალება მოგეცემათ დაისვენოთ სპა ცენტრში, სადაც უფასოდ ისარგებლებთ საცურაო აუზით, ღია ჯაკუზით, მშრალი საუნით, ორთქლის ოთახით და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით.