სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსი” მდებარეობს აბასთუმანში საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში მესხეთის ქედის წიწვოვანი ტყით დაფარულ სამხრეთ კალთებზე ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.
კლიმატურბალნეოლოგიურ კურორტზე აბასთუმანი როგორც განსაკუთრებული სამთო საკურორტო ზონა მსოფლიო სამეულში შედის, აბასთუმნის სამკურნალო თვისებების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის 70 იანი წლებიდან დაიწყო, პარალელურად საფუძველი ჩაეყარა პტიზიატრიული კუროტის მშენებლობას. აბასთუმნის საკურორტო გეგმის შემუშავებასა და მის ხორცშესხმაში დიდი წვილი მიუძღვის თბილისის იმდროინდელი გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველოს უფროს, ექიმ ადოლფ რემერტს. კურორტი ცნობილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი უნიკალური ბუნებით, მიკროკლიმატით და სამკურნალო თვისებების მქონე ჰაერითა და თერმული წყლებით.
გარდა სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებისა გამორჩეულია კურორტ აბასთუმნის ლოკაციაც. კერძოდ 40 კმ მანძილზე შესაძლებელია ზეკარის უღელტეხილით კურორტ საირმეში გადასვლა ან პირიქით. 100 კმ მანძილზე მდებარეობს ქ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო გოდერძის უღელტეხილის გავლით (150კმ) შესაძლებელია ქ.ბათუმში და შავი ზღვის სხვა კურორტებზე მოხვერდა. ამას გარდა აბასთუმანი ემიჯნება ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს, ქალაქ თბილისდან 220 კმ, ქალაქ ახალციხიდან 25 კმ. სავალზე.
ვრცლად
დაჯავშნა