ბათუმის ბულვარის სიახლოვეს განთავსებული Best Western Premier Batumi ქალაქის გასართობი და საქმიანი ცენტრის შუაგულში მდებარეობს.
სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, სამგანზომილებიან ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან, მრავალრიცხოვან რესტორანსა და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
Best Western Premier –ის თანამედროვე და მყუდრო 104 ოთახი, რესტორანი ტერასით მე-13 სართულზე და 2-სართულიანი სპა საუკეთესო არჩევანია ვიზიტორებისათვის.
თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო ოთახები 150 დელეგატზეა გათვლილი. მე-2 სართულზე განლაგებული ლაუნჯი ბარი საუკეთესო ადგილია გემრიელი კოქტეილების, ყავის და დესერტების დასაგემოვნებლად.
ბათუმის სასტუმრო Best Western Premier–ი მაღალი ხარისხის მომსახურებით საუკეთესოდ ერწყმის ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობას.