“Prima group”-ი დაარსდა 2000 წელს. დაარსების დღიდან კომპანია დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებითა და იმპორტით. იგი წარმატებით ოპერირებს და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სამშენებლო მასალების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. მიღწეულმა შედეგმა და კმაყოფილმა მომსმარებელმა, მოგვცა სტიმული, რომ “Prima group’’ -ის საქმიანობა გავაფართოვოთ, უფრო სრულყოფილი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გავხადოთ.
2018 წლიდან, კომპანია “Prima group“-ი აქტიურად შემოდის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე, როგორც სამშენებლო კომპანია ,,პრიმა პლიუსი” (PRIMA PLUS) და ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „გლდანის ბრილიანტის’’ მშენებლობას გლდანში (ხიზაბავრის N1 მიმდებარედ).
,,პრიმა პლიუსი”-ის ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „გლდანის ბრილიანტი“ მოიცავს 4 ბლოკიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც განთავსდება 6 600 კვ.მ-ზე, მოიცავს 400-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სარეკრეაციო ზონას.