სს "m² უძრავი ქონების“ აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი". კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.
კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:
• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა.
• სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;
• მშენებლობის მენეჯმენტი.
2017 წლიდან კომპანია m² უძრავი ქონების საქმიანობას სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულება დაემატა.
სამშენებლო კომპანია ბიქეი კონსთრაქშენი (რებრენდინგამდე ბკ კაპიტალი) სამშენებლო ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს. მას მშენებლობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით.
დღეისათვის კომპანია m² უძრავი ქონების ანგარიშზე 10 დასრულებული და შესახლებული კომპლექსია. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ავითარებს სასტუმროების მიმართულებას. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო რამადა ენკორ თბილისი 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს სტუმრებს.