სამშენებლო კომპანია Idea Development-ი 2015 წლიდან ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
კომპანიის მიმდინარე პროექტი გახლავთ TIFLISI, რომელიც წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში.
იდეა დეველოპმენტის მთავარი პრიორიტეტი TIFLISI-ს მომავალი ბინადრების კომფორტი და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოა, სწორედ ამიტომ პროექტზე სამუშაოდ შერჩეული მაღალკვალიფიციური არქიტექტორების გუნდის და უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული სამშენებლო მასალების პარალელურად, კომპანია ზრუნავს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე.
TIFLISI-ს საპროექტო ტერიტორიის ფართი 3500 მ2-ია და განაშენიანება აერთიანებს 10 ორსართულიან კერძო სახლს კეთილმოწყობილი, იზოლირებული ეზოთი.
პროექტის მშენებლობა 2019 წლის თებევრვალში დაიწყო და 2020 წლის აგვისტომდე საბოლოოდ დასრულდება; მოცემული პერიოდის განმავლობაში კი ეტაპობრივად ჩაბარდება სახლები მომავალ მობინადრეებს.
პროექტით გათვალისწინებულია ორი განსხვავებული კონცეფციის 4 სხვადასხვა კვადრატულობის სახლი.