Добавление компании

საქორწილო ტორტი: როგორი უნდა იყოს, ქორწილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი?

9530

საქორწილო ტორტის დაჭრა - გრძელი დღის კულმინაციური მომენტი, რომელიც სავსეა სიხარულით, სასიამოვნო დაძაბულობითა და კმაყოფილებით. კლასიკური ვარიანტი, ტიპიური კრემის ტორტია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში უფრო ახალი და მრავალფეროვანი იდეები ჩაენაცვლა.

 

საქორწილო ტორტი სათავეს ძველ რომში იღებს და უკვე დაქორწინებული წყვილის მიერ ერთად გაზიარებული პირველი საკვების სიმბოლოა.

 

რამდენიმე ფაქტი ისტორიიდან. მაგალითად, წარსულში ბრიტანელებმა ტორტში ბეჭედი დამალეს, მას კი, ვისაც ეს ბედნიერი ნაჭერი შეხვდა და ბეჭედი იპოვა, იღბლიანი და ბედნიერი წელი ჰქონდა. რომაელები კი, საქორწილო ნამცხვარს მხოლოდ ფქვილით, მარილითა და წყლით ამზადებდნენ. საქორწილო დღესასწაულის დროს ისინი მარილიან ნამცხვარს ნაჭრებად ტეხდნენ, ახალდაქორწინებულთა ნაყოფიერების მიზნით. ბრიტანული ჩვეულებაა, ტორტის ფანჯრიდან გადაგდება. თუ ჭურჭელი, რომელზეც ტორტი იყო მოთავსებული გატყდებოდა, ახალდაქორწინებულები ბედნიერები იქნებოდნენ და თუ მთელი დარჩებოდა, მათი მომავალი უცნობი იყო. 

 

 

რამდენი სართული უნდა ჰქონდეს ტორტს?

დიდი ქორწილისთვის (100-ზე მეტი ადამიანი), საუკეთესო ვარიანტი - სამსართულიანი ტორტია. ასევე შესაძლებელია დამატებითი ლამაზი, პატარა ნამცხვრების გათვალისწინება, იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი სტუმარი გეყოლებათ.

 

როგორ იჭრება ტორტი?

ტორტის დაჭრა - ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით აღსავსე მომენტია  როგორც ახალდაქორწინებულთათვის, ასევე სტუმრებისთვის და თითქმის ყოველთვის, საქორწილო დღესასწაულის ბოლო რიტუალია. დღესასწაულის მიწურულს, როგორც წესი, ტორტის დაჭრის რიტუალის შესახებ ორკესტრის მიერ ცხადდება. ნება დართეთ ფოტოგრაფსა და ოპერატორს დაიკავონ მათთვის ყველაზე შესაფერისი პოზიციები. ტორტს ორი ახალდაქორწინებული პირი ჭრის: ტრადიციისამებრ, პატარძალმა მარჯვენა ხელი უნდა მოათავსოს, ნეფის ასევე მარჯვენა ხელის ქვეშ. ტორტის ნაჭერს, ჯერ პატარძალი ასინჯებს ნეფეს, შემდეგ კი ნეფე - პატარძალს. გაჭრის შემდეგ, პირველი ნაჭრები მშობლებისთვისაა. ნამცხვრის დანარჩენი ნაწილი კი სტუმრებს შორისაა გაზიარებული.

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

იდეები ტორტისთვის

ყველა ქალაქში შეგიძლიათ იპოვოთ გემრიელი და ორიგინალურად მომზადებული ტორტები. შეთავაზეთ თქვენი იდეები რამდენიმე საკონდიტრო დაწესებულებას, ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ და გაიზიაროთ მათი რჩევები: ფერადი დეკორაციები თავზე და ტორტის გარშემო, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ინიციალები, ან რაიმე ტექსტი, შეგიძლიათ ასევე ასახოთ ფოტო, კომიქსები ან თქვენი მეგობრების ხელმოწერები, შოკოლადის გულები სხვადასხვა ზომითა და ფერით, ან იქნებ რაიმე უფრო სადას ანიჭებთ უპირატესობას ... გემოვნება წარმოსახვაშია.

 

ტორტი შეიძლება მორგებული იყოს იმ სეზონზე, რომლის დროსაც გაიმართება თქვენი ქორწილი. მაგალითად, მუსი არ არის შესაფერისი ზაფხულში, მაგრამ, შესაბამისად, იდეალურია ზამთრის თვეებისთვის.

 

ტორტი ისეთივე ლამაზი უნდა იყოს, როგორც გემრიელი (მეტიც). წინასწარ მოელაპარაკეთ რამდენიმე საკონდიტროს, რომ ქონდეთ შესაძლებლობა გაეცნოთ მათ ქმნილებებს და გქონდეთ ფართო არჩევანი. კარგი პროფესიონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ.

 

მასალის ავტორი: ნინო ცქვიტინიძე


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4821

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6801

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5248

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый