Добавление компании

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?

5224

,,მუდამ და კიდევ უფრო დიდხანს’’-ამ ტექსტით  აუწყა თავისი მეორე ნიშნობის შესახებ თაყვანისმცემლებს რამდენიმე დღის წინ არიანა გრანდემ. არიანას ამჟამინდელი რჩეული დალტონ გომესია.

წყვილის გაცნობის ისტორია ძალიან ჰოლივუდურია. არიანას ლოს -ანჯელესისგან შორს  სურდა სახლის შეძენა და ამ მიზნით იმ უძრავი ქონების სააგენტოს დაუკავშირდა,სადაც დალტონი მუშაობს.  დალტონის ფოტოების ნახვის შემდეგ კი მისი პირისპირ გაცნობა მოისურვა და აქედან დაიწყო მათი გაცნობისა და სიყვარულის ისტორია.   

 

27 წლის მომღერალს ხელი ,,toe et moi’’-ის 750 000 დოლარიანი ბეჭდით სთხოვეს, რომელიც 2021 წლის მოდის ტენდენციებს სრულიად ითვალისწინებს. ოქროს რგოლზე წამოცმულია  რვა კარატიანი ბრილიანტისა და მარგალიტის თვლები.  

ჯერჯერობით უცნობია ქორწილთან დაკავშირებული დეტალები. თუ არიანა,წინა შემთხვევის მსგავსად არ გადაიფიქრებს დაქორწინებას, 2021-ში ვარსკვლავური  ქორწილის მხილველი გავხდებით.  

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

17/12/2020

4996

ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები
Наиболее читаемый