Добавление компании

საქორწინო  კონტრაქტი -  საჭირო  დოკუმენტი  თუ  უნდობლობის  „დაკანონება“

5795

საქორწინო კონტრაქტი ადამიანებმა დაქორწინების შემდგომ წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად  და ასევე შესაძლო განქორწინების შემდგომი დავების თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს. კონტრაქტის პირობებს თვითონ წყვილი  განსაზღვრავს ინდივიდუალური მოთხოვნებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს შესაბამისი  რეგულაციები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ჩანაწერი შეიძლება ან არ შეიძლება გაკეთდეს ამ კონტრაქტში.

 

საქორწინო კონტრაქტის ფესვები, ისტორიის  სიღრმეში იკარგება -  უძველეს  საქორწინო კონტრაქტად მიჩნეულია თანამედროვე  თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოთხიათასწლოვანი ასირიული თიხის ფირფიტა. დოკუმენტში, რომელიც ცოლ-ქმარს - ლაპიქუმს და ჰატალას შორის გარიგებას წარმოადგენს, აქცენტირებულია უშვილობის და გაყრის სააკითხები; ნათქვამია, რომ თუკი ჰატალა უშვილო აღმოჩ-ნდებოდა, ლაპიქუმს უნდა ეყიდა მონა, რომელთანაც ის შვილის გაჩენის მიზნით დაწვებოდა.

შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ ქორწინება ეკონომიკური გარიგება იყო და  შესაბამისი ქონებრივი ხელშეკრულებები ფორმდებოდა. კომუნიზმის ხანაში კი ამ  ტიპის  ხელშეკრულებას აქტუალურობა დაკარგული ჰქონდა, რადგანაც ქონებრივად  მეტ-ნაკლებად ყველა თანასწორი იყო.

უცხო ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს დოკუმენტი საზოგადოების ფართო მასებისთვის არ არის გათვლილი და მას ძირითადად სოლიდური კერძო ქონების მფლობელი პირები აფორმებენ. ისინი კი დაახლოებით დაქორწინებულ პირთა  3- 5%- ს შეადგენენ მხოლოდ.

 

რაც შეეხება საქართველოს, ეს ხელშეკრულება ჩვენს რეალობაშიც ნაკლებად გავრცელებული სამართლებრივი დოკუმენტია. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯამში სულ 151 საქორწინო  კონტრაქტი გაფორმდა, აქედან სამი შეწყდა.

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

ის, ძირითადი ფაქტორი, რაც მოსახლეობის ფართო მასებს ამ ტიპის კონტრაქტთან დაკავშირებით აფრთხობს, არის ორი ადამიანის ბედის დაკავშირების საკითხში გარკვეული უნდობლობის შეტანა, რაც მათი აზრით ეწინააღმდეგება იმ ნდობას,  რომელსაც ოჯახის შექმნა ეფუძნება.

 

რეალურად კი ამ ტიპის კონტრაქტის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მეტი  „ლოგიკური  სიცხადის“ შეტანა ორი კერძო პირის ერთ ინსტიტუციაში გაეთიანების შემდეგ ბუნებრივად წარმოშობილ, წყვლის კერძო თუ საერთო ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების  განაწილების  საკითხში.

 

საინტერესოა, რომ კანონის თანახმად, ის საჩუქრები, რომლებსაც ცოლ- ქმარი  ქორწინებაში ყოფნის პერიოდში ერთმანეთს ჩუქნიან, განქორწინების შემთხვევაში საჩუქრის გამცემის კანონიერ კუთვნილებაში ბრუნდებიან, თუმცა საქორწინო კონტრაქტი  სწორედ იმისთვისაა, რომ ადამიანებს ამ ტიპის უხერხულობის თავიდან აცილებაში დაეხმაროს და წინასწარვე, ოფიციალური  ხელშეკრულებით განისაზღვროს ნივთის თავდაპირველი ადრესატის საკუთრებაში კანონიერად დარჩენის უფლება.

 

 ცოტა არ იყოს კომიკურად გამოიყურება ასევე ის ფაქტი, რომ ეს კონტრაქტი ცოლს უზრუნველყოფს, დეკრეტულ შვებულებაში  ყოფნის დროისთვის ქმარს წინასწარ განუსაზღვროს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.

 

 აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულების პირობები შეიძლება შემდგომში შეიცვალოს, თუმცა აუცილებლად ორმხრივი  შეთანხმების საფუძველზე. ეს კონტრაქტი სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ წყვილს უბიძგებს, ოჯახის  შექმნის  უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯი მეტად გააზრებული პასუხისმგებლობით გადადგან.

 

მასალის ავტორი მარიამ ადამია


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4822

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6803

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5251

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый