Добавление компании

რომელი ცნობილი წყვილების ქორწილებს უნდა ველოდოთ 2020 წელს?

8570

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი

ცნობილი მომღერალი და ბეისბოლის მოთამაშე უკვე დიდი ხანია თაყვანისმცემლებს გრანდიოზულ ქორწილს ჰპირდება, ინსაიდერები კი თავის მხრის, გამუდმებით აღრმავებენ ინტრიგებს ჭორებით, რომლებიც მათი ქორწილის უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათი თქმით, ღონისძიების ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარი იქნება, აქედან 50 ათასი მხოლოდ სადღესასწაულო ტორტის ღირებულება იქნება. საკუთარ YouTube-ის არხის ვიდეოში, ჯენიფერმა განაცხადა, რომ ქორწილი წელს გაიმართება და ნამდვილად მასშტაბური იქნება, და სხვათაშორის, მისი ჩატარება პატარძალს ეკლესიაში სურს, რაც ჯერ არცერთ ქორწინებაში არ გაუკეთებია.

 

 

პრინცესა ბეათრისი და ედუარდო მაპპელი-მოცცი

დედოფალ ელიზაბეტ II-ის შვილიშვილი, რომელიც არც თუ ისე ცნობილია ქართველი მკითხველებისთვის, მაგრამ ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ინგლისში, 2020 წელს უნდა დაქორწინდეს მულტიმილიონერსა და არისტოკრატ - ედოარდო მაპელი-მოცციზე. მართალია, მისი ქორწილი, რომელიც ისეთივე მასშტაბური უნდა ყოფილიყო, როგორც მეგანსა და ჰარი ჰქონდათ, საბოლოოდ დახურული იქნება: სკანდალის გამო, რომელიც მისი მამის, პრინც ენდრიუს გარშემო არსებობს, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დღესასწაულის გარშემო ზედმეტი ხმაური არ შეექმნათ.

 

 

სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჯოსტი

წელს სკარლეტი უკვე მესამედ აპირებს გათხოვებას: მისმა მეგობარმა, კომიკოსმა - კოლინ ჯოსტმა, სკარლეტს ხელი 2019 წლის მაისში სთხოვა. მალევე, გულშემატკივარმა მსახიობის თითზე ბეჭედი შენიშნეს, შთამბეჭდავი ბრილიანტით, დელიკატურ ყვითელ ფერში - მისი სავარაუდო ღირებულება 400 ათასი დოლარია. ჯერჯერობით ქორწილის შესახებ დეტალები უცნობია: Vanity Fair-თან ინტერვიუში სკარლეტმა აღიარა, რომ არ სურს დღესასწაულს მეტი ყურადღება მიაქციოს.

 

 

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი

ამ წყვილის ქორწილს, გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან: მომღერალმა და მსახიობმა გადაწყვიტეს, რომ ის 2020-წლისთვის გადაედოთ, ოცნების ადგილზე აღსანიშნავად - თუმცა ადგილმდებარეობას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავდნენ. მაგრამ ცნობილია ის, რომ ღონისძიება იქნება ორი - პატარა - უახლოესი წრისთვის და ფართომასშტაბიანი წვეულება მეგობრებთან ერთად. ასევე, ორლანდო და კეტი არ მალავენ მედიასთან საუბარში იმას, თუ როგორ მოუთმენლად ელიან, რომ გახდნენ მშობლები: მსახიობმა განაცხადა, რომ ის ოცნებობს, კვლავ გახდეს მამა, ხოლო მომღერალმა - მოუთმენლად ელის პირველი შვილის ქვეყნად მოვლინებას.

 

 

ემა სტოუნი და დეივ მაკკური

წელს ,,La La Land“-ის ვარსკვლავი დაქორწინდება ცნობილი ამერიკული შოუს ,,Saturday Night Live“-ის რეჟისორზე, რომელთანაც ორ წელზე მეტია, რაც ურთიერთობა აქვს. თავად ემა სოციალურ ქსელებში არ არის აქტიური (მაგალითად, მას ჯერ კიდევ არ აქვს ინსტაგრამი), მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა დეტალს მის საქმროსგან გავარკვევთ - ნიშნობის ამბავიც, სწორედ დეივმა გამოაქვეყნა, მის პირად ინსტაგრამ გვერდზე.

 

 

მასალის ავტორი ნინო ცქვიტინიძე

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5226

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый