ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

რომელ თვეებში რეგისტრირდება ყველაზე მეტი ქორწინება?

979

 

საინტერესოა, რომელ თვეებში რეგისტრირდება ყველაზე მეტი ქორწილი საქართველოში? ამ შემთხვევაში, სხვადასხვა სუბიექტურ მიზეზებთან ერთად, ძლიერია რელიგიური ინსტიტუციის გავლენა, რადგანაც, ქორწილის თარიღს ხშირად მარხვის პერიოდებს შორის შუალედებში ათავსებენ.

 

გთავაზობთ 2018- 2019 წლის მონაცემებს.

 

2018 წელს, 2546 ქორწინებთ ლიდერობს ოქტომბერი, რომელსაც სექტემბერი მოჰყვება 2367 ქორწინების შემთხვევით. მესამე ადგილზე კი ნოემბერია, 2314 შემთხვევით.

 

შემოდგომიდან გაზაფხულში ვინაცვლებთ - მეოთხე ადგილს იკავებს აპრილი 2051 ქორწინების ფაქტით. შემდეგ მოდის აგვისტო 1985 შემთხვევით, მის შემდეგ კი, მეექვსე ადგილზე არის თებერვალი - 1955 შემთხვევით, მეშვიდეზე კი - ივლისი 1874 ქორწინებით.

 

მერვე ადგილზეა იანვარი(1860 ქორწინება), რომელსაც ამ შემთხვევაში მოსდევს დეკემბერი(1694 ქორწინება), მეცხრე ადგილზეა ივნისი(1623 ქორწინება), მეათეზე- მარტი (1514 ქორწინება), ბოლო პოზიციას კი მაისი იკავებს (1419 ქორწინება), რაც მრავალ ერში ფართოდ ფეხმოკიდებული უძველესი ცრურწმენით უნდა აიხსნას, რომლის თანახმადაც, მაისში ქორწინება ცუდის მომასწავებელია.

 

რაც შეეხება 2019 წელს, ლიდერთა სამეული ამ შემთხვევაშიც უცვლელია და შემდეგი თვეების დინამიკაც, შეიძლება ითქვას, გასული წლის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. მაგალითად, აპრილში ქორწინებათა რიცხვის 2018 წლის მაჩვენებელი მკვეთრ კლებას განიცდის 2019 წლის მაჩვენებელში.

 

 

მაშ ასე, პირველ ადგილზე კვლავ ოქტომბერია ქორწინების 2592 შემთხვევით, მეორეზე- სექტემბერი- 2413 შემთხვევით, მესამეზე კი ნოემბერი- 2244 შემთხვევით.

 

მეოთხე და მეხუთე პოზიციებს აგვისტო (2028 შემთხვევა) და ივლისი (1999 შემთხვევა) ინაწილებენ, მეექვსე და მეშვიდეს კი- ივნისი 1975, თებერვალი კი- 1836 ქორწინების შემთხვევით.

 

მერვე პოზიციაზეა იანვარი 1791 ქორწინების ფაქტით, მეცხრეზე კი მარტი- 1686- ით.

 

ბოლო სამ პოზიციას მაისი (1677 ქორწინება) , აპრილი (1533 ქორწინება) და დეკემბერი (1529 ქორწინება) ინაწილებენ.

 

როგორც ჩანს, ცრურწმენებისადმი რწმენა, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს შემცირებულია, რადგანაც მაისში დაქორწინებათა მაჩვენებელი 2019 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია.


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

27/10/2020

42

საქორწინო კონტრაქტების რიცხვი საქართველოში
post-01

26/10/2020

39

ყველაფერი მინიმალისტური სტილის ქორწილზე
post-01

23/10/2020

822

10 ოქროს წესი საქორწილო ხარჯების დასაზოგად
ყველაზე წაკითხვადი
post-01

30/09/2020

8917

თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ - როგორ შევმატოთ ურთიერთობას ახალი ფერები და ემოციები
post-01

30/09/2020

6248

ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში
post-01

29/09/2020

5526

ყველაფერი თანმიმდევრობით: საქორწილო მზადების ჩეკ-ლისტი