ყოველწლიური საერთაშორისო საქორწილო გამოფენა-შოუს ამჯერად საქართველომ, კერძოდ კი კახეთის რეგიონმა უმასპინძლა. 23-24 ოქტომბერს, სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულმა“ 40 ქვეყნის, 200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიების „ფლენერს ექსთრაორდინერ“-ის მონაწილეთა სიაში იყვნენ ღონისძიებების ორგანიზატორები, საქორწილო დიზაინერები, საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები, დეკორატორები, ცნობილი კონდიტერები, დიზაინერები და ექსპერტები. ღონისძიების მიზანი, ახალი ტრენდების დამკვიდრება და განხილვა, ახალი ბაზრის მოძიება და შექმნაა. გასულ წელს, „ფლენერს ექსთრაორდინერი" იტალიაში გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საქორწილო ბაზრის განვითარებისთვის, ისევე ტურისტული ბაზრის განვითარებისთვისაც.
პროექტის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ "ვანილა ივენთს".
კომენტარები