Add company

როგორ შევარჩიოთ ქორწილის ორგანიზატორი

21735

როდესაც თქვენი ქორწილის ორგანიზებას საქორწილო სააგენტოს ან ორგანიზატორს მიანდობთ, უამრავ პრობლემასა და ნერვიულობას აირიდებთ. თუმცა, არც თუ ისე ადვილია ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელსაც თამამად ანდობთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ქორწილის ორგანიზება პროფესიონალს ანდოთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ გარკვეული შეკითხვები: რომელი საქორწილო სააგენტო აირჩიოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რის მიხედვით გააკეთოთ არჩევანი და ა.შ.

ახლა, როდესაც საქორწილო სააგენტოების რიცხვი საკმაოდ გაზრდილია, არჩევანის გაკეთება უფრო და უფრო რთულდება. კარგია თუ მაგალითად, თქვენ გირჩიეს ისეთი ორგანიზატორი, რომელსაც შეგიძლიათ სრულიად ენდოთ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენ არცერთ ნაცნობს ჯერ არ მიუმართავს ივენთ-მენეჯერისთვის?

ჩვენ გვაქვს მოქმედების მარტივი გეგმა, რომლის საშუალებითაც ივენთ-მენეჯერის არჩევის პროცესი გაგიადვილდებათ.

  1. ყურადღება მიაქციეთ საიტს

პირველი, რითიც უნდა დაიწყოთ არის საიტის დათვალიერება, თუ საიტი არ არსებობს, აუცილებლად უნდა იყოს სხვა, ნებისმიერი ინფორმაცია, მაგალითად, სოციალურ ქსელში განთავსებული გვერდი. ყურადღება მიაქციეთ ნამუშევართა პორტფოლიოს (ეს აუციელებელია), მათში თქვენ ნახავთ: როგორ მუშაობს სააგენტო (ან ორგანიზატორი), მოგწონთ თუ არა მათი ნამუშევრები, ორგანიზებული ქორწილები,  შექმნილი გარემო, დეკორი.

  1. დაუკავშირდით სააგენტოს

სადაც არ უნდა ნახოთ სააგენტოს ტელეფონის ნომერი, იქნება ეს საიტი, სოციალური ქსელი თუ სავიზიტო ბარათი - აუცილებლად დარეკეთ. ზოგჯერ დამკვეთი სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელში კითხვების დასმას, ან ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნას ამჯობინებს. ეს არ არის სწორი მიდგომა შემდეგი მიზეზების გამო:

  • პირველ რიგში , სატელეფონო საუბრის დროს თქვენ მიიღებთ პირველად ინფორმაციას უშუალოდ სააგენტოზე - რას გთავაზობთ ის ; ან კონკრეტული პირის შესახებ. თქვენ შეძლებთ გარკვეული დასკვნების გამოტანას - მოსაუბრეს ხმით, საუბრის მანერით, შერჩეული სიტყვებით, ასევე თქვენთვის გასაგები გახდება - სასიამოვნოა ამ პიროვნებასთან კომუნიკაცია თუ სრულებით უსიამოვნო. თუ ადამიანს თქვენი არ ესმის, ამომწურავად არ პასუხობს თქვენ მიერ დასმულ კითხვებს, ან ღიად ყიდის თავის თავსაც და მომსახურეობასაც - დაუყონებლივ გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები.
  • ასევე, სატელეფონო საუბრის დროს, თვითონ სპეციალისტსაც გაუადვილდება თქვენთან კომუნიკაცია, პროფესიული, საორგანიზაციო კითხვების დასმა, მათი დაწვრილებით გავლა და თქვენი დაკვალიანება. მაგალითად: რას ანიჭებთ უპირატესობას, როგორ გარემოში გსურთ ქორწილი (ღია ცის ქვეშ თუ რესტორანში) და ა.შ.

 

  1.  შეხვდით და პირადად გაესაუბრეთ

თუ თქვენ გთავაზობენ შეხვედრას, აუცილებლად დათანხმდით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ორგანიზატორმა, ვისაც ესაუბრეთ შეხვედრა შემოგთავაზათ და მაშინაც კი, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, გსურთ თუ არა ამ სააგენტოს მომსახურეობა. რატომ არის შეხვედრა აუცილებელი?!

ორგანიზატორთან შეხვედრის პლიუსები:

  • შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი;
  • შეიძლება შეგეცვალოთ შთაბეჭდილება ორგანიზატორზე, რომელიც სატელეფონო საუბრის შემდეგ დაგრჩათ(განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუ აზრი დადებითად იცვლება). ნებისმიერ შემთხვევაში, უშუალოდ შეხვედრისას ფორმულირდება მეტად ობიექტური აზრი.
  • მიიღებთ უამრავ ახალ და სასარგებლო ინფორმაცია თქვენი ქორწილის შესახებ.

Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5248

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable