Add company

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად

4793

მართალია შეყვარებული წყვილისთვის ყველა დღე სიყვარულისაა,მაგრამ სიყვარულისთვის ცალკე დღესასწაულის მიძღვნა და ვალენტინობის აღნიშვნაც არ იქნება ურიგო. არიან წყვილები,რომლებიც ვალენტინობის დღეს მთელი წელი ელოდებიან და საჩუქარსაც განსაკუთრებული რუდუნებით არჩევენ,ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უცხო ქვეყანაში დაჯავშნილი ტური იყოს ან ბილეთები საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე. არსებობს წყვილების ისეთი კატეგორიაც,რომლებიც ვალენტინობას შეყვარებულთან ერთად მშვიდ გარემოში,ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ხვდება.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ამ წლის 14 თებერვალს ვერც უცხო ქვეყანაში გაეშურებით,ვერც ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ და უფრო მეტიც,რესტორანშიც კი  ვერ დაპატიჟებთ საყვარელ ადამიანს. ამის მიუხედავად,ცოტაოდენ ძალისხმევას თუ მოიკრებთ,ამ დღის გალამაზებას შეძლებთ.

დღევანდელი ჩვენი რჩევები იმ წყვილებს გამოადგებათ,რომლებიც უკვე ერთად ცხოვრობენ.

1.რომანტიკული ვახშამი სანთლების ფონზე

ეს ერთი შეხედვით  ბანალური რჩევა სინამდვილეში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის შეყვარებული ადამიანებისთვის.მოამზადეთ კერძი,რომელიც თქვენს შეყვარებულს უყვარს.დეკორაციებით მორთეთ მაგიდა.აანთეთ ფერადი და სურნელოვანი სანთლები და ლამაზად გამოეწყვეთ.

2. მისწერეთ წერილი

 

ნუ იფიქრებთ,რომ რადგან ერთად ცხოვრობთ,წერილების წერა უნდა შეწყვიტოთ.

დაწერეთ ყველა ის მნიშვენლოვანი რამ,რაც წინა 14 თებერვლიდან ამ 14 თებერვლამდე თქვენი წყვილის ცხოვრებაში მოხდა. შეყვარებულს ღირსებები შეუქეთ,გამოხატეთ მადლიერება.თითეულ სტრიქონში ჩააქსოვეთ სინაზე და სიყვარული.  

3.რომანტიკული კომედიის საღამო

ვალენტინობაზე რომანტიკული კომედიის ერთად ყურებას რა სჯობს?შეარჩიეთ მსუბუქი და მხიარული ფილმი,თუნდაც ისეთი,რომელიც უკვე ნანახი გაქვთ.მთვარია ფილმმა გაგახალისოთ და დადებითი განწყობა გაგიხანგრძლივოთ.

4.  წერის საათი ,,ჩვენზე’’

 გიფიქრიათ იმაზე,თუ რა სუპერ ძალას ფლობთ ერთად? ვალენტინობის დღე ამაზე დასაფიქრებლად საუკეთესოა. გამოყავით წერის საათი ,რომლის დროსაც ორივე მათგანი დაწერს იმ ძალაზე,რაც ერთად ყოფნის პერიოდში შეიძინეს.როგორ შეიცვალნენ ერთად? რა გადალახეს? რას მიაღწიეს ? დროის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ ბარათები გაცვალოთ და ერთმანეთს  ჩანაწერები გაუზიაროთ.ასეთ დროს ხის დაფაზე ხემსის დალაგებაც არ იქნება ურიგო. 

5.ბონუს რჩევა

ალბათ  დიდი საიდუმლოს გამხელას ან სპეციალური წესის სწავლებას ელით და დიახაც, ვაპირებ სიყვარულის ,,რეცეპტის’’ გამხელას, დღეს ხომ ვალენტინობაა,სიყვარულის მიღებისა და გაზიარების დღე.

ჰოდა,დაიხსომეთ ეს წესი,თუ გინდათ რომ მთელი წელი(წლები)  სიყვარულში გაატაროთ ზემოთ ნახსენები წესები ყოველდიურად გაიმეორეთ. ანუ ვახშამი ყოველ დღე მოუმზადეთ ერთმანეთს,ყოველდღე იზრუნეთ ერთმანეთზე,გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ მადლიერება, იფიქრეთ თქვენი წყვილის განსაკუთრებულ ძალაზე და რაც შეეხება ფილმებს... შეიძლება ყოველ დღე ვერ უყუროთ სხვის რომანტიკულ კომედიებს,მაგრამ შეგიძლიათ თქვენი,საკუთარი შეიქმნათ...

 


Comments
Recent Articles
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5226

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
post-01

17/12/2020

4996

ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები
Most readable