Add company

საქორწილო მოსაწვევი, დიდი პასუხისმგებლობით - პირველი კომუნიკაცია თქვენი ქორწილის სტუმრებთან

4448

მომავალი სადღესასწაული ღონისძიების შესახებ, პირველი კომუნიკაცია, განსაკუთრებულ როლს ასრულებს, საქორწილო განწყობის შექმნაში. საქორწილო მოსაწვევები, ქორწილის სტუმრებს უქმნიან უფრო თვალსაჩინო შთაბეჭდილებას, მათი ავტორების(ამ შემთხვევაში ნეფე-პატარძლის) და ქორწილის დღის შესახებ. ამიტომ მათი მომზადებისას უნდა შეეცადოთ, თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ ისე, რომ ჩვეულებრივი საფოსტო ბარათი, რომელზეც სტუმრების სახელები, ღონისძიების თარიღი და დროა, ახალდაქორწინებულთა ბედის ნაწილად იქცეს და სტუმრებმა დღესასწაულის ატმოსფერო იგრძნონ. იმ შემთხვევაში, თუ საქორწილო ბარათის შექმნაში თავად ჩაერთვებით, ამით ხარჯებს დაზოგავთ და პროცესი მეტად გაგახალისებთ, თუმცა თუ თქვენი სამზადისის სიაში, უფრო პრიორიტეტული სხვა საზრუნავია, შეგიძლიათ დიზაინის შექმნაში მიიღოთ მონაწილეობა და ბარათების დამზადება გამოცდილ გუნდს მიანდოთ.

 

"Save the date" თარგმანში "თარიღის შენახვას" ნიშნავს. მიზანი კი ხალხის ინფორმირებაა მოახლოებული ღონისძიების შესახებ. ამის მიხედვით, სტუმრები წინასწარ გეგმავენ თავიანთ დღის წესრიგს, მოგზაურობებს და სხვა ღონისძიებებს. ბარათები სტუმრებს ქორწილის თარიღის შერჩევისთანავე ეგზავნებათ. ქართულ რეალობაში ეს ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება, თუმცა საზღვარგარეთ ეს გაცილებით ადრე ხდება და შეიძლება 3-დან 6 თვით ადრეც კი იგზავნება. ბარათების ალტერნატივა შეიძლება იყოს ელექტრონული შეტყობინებები, მაგალითად, პატარძლის  ფოტოებით ან მოსაწვევების მზა ელექტრონული ფორმატის საფუძველზე. 

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

მოსაწვევები ბეჭდური ტექსტით, გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი მომზადება უამრავ დროს დაზოგავს. საქორწილო მოსაწვევების დიზაინის მთავარი კრიტერიუმია, შეესაბამებოდეს საქორწილო წვეულების დეკორს და აგრძელებდეს მის ხასიათს. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისინი სხვადასხვა ტექსტურისგან, სხვადასხვა ფერისგან, ყველა სახის დეკორით: სოლიდური, ყვავილებით, ნათელ, კაშკაშა ან პასტელურ ფერებში, ვინტაჟური, ხის აქსესუარებით, მკაცრი და როგორც უკვე მაღლა აღვნიშნეთ ელექტრონული.

 

მასალის ავტორი ანა მარგალიტაძე


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5226

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable