კომპანია GASA - ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი 2010 წელს დაფუძნდა. GASA მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. პეგასუსის ავიახაზებმა 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენა საქართველოდან და უკვე რვა წელია, რაც კომპანია წარმატებით ემსახურება ქართულ ბაზარს. ამ ხნის განმავლობაში პეგასუსის ავიახაზები ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და წამყვანი პოზიცია დაიკავა ავიაკომპანიებს შორის. ის ლიდერია ევროპის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის რაოდენობით.
2014 წლიდან GASA Air Arabia-ს გენერალური სავაჭრო აგენტი გახდა.
2010 წლიდან დღემდე კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, კერძოდ:
- 'THE DAY OF GEORGIAN BRAND’ AWARD
- ’GOLDEN BRAND’ AWARD
ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი Golden Brand 2010-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ხოლო 2011 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის (GQF) საექსპერტო კომისიამ ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი 2011 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დაასახელა.
GASA- ს მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ავიაბილეთები, ასევე სასტუმროები, ტურ-პაკეტები, სამოგზაურო, ბარგის და ბილეთის დაზღვევა.