Inex Travel (იურიდიული დასახელება შპს „Lucky Group“) - საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია,რომელიც დაარსდა 2010 წელს, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Intel Express -ის შვილობილი კომპანია. Inex Travel არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს (Numeric Code: 64-3 2027 0) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია GTA-ს წევრი. კომპანიის მენეჯმენტს აქვს 20 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. კომპანიას გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულება საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა მოქმედ ავიაკომპანიასთან, რაც აისახება ავიაბილეთის ღირებულებაზე. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ლოიალურ და ხარისხიან მომსახურებას. შპს “Lucky Group”-ის სტრატეგია ორიენტირებულია კლიენტებზე, სრულიად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, შენიშვნებს და მთლიანად ამართლებს მათ მოლოდინს. კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან IATA-ს დიპლომით, გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. კლიენტებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პირველადი პრიორიტეტია.
კომპანიას აქვს სუბაგენტური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. Inex Travel-ის 7 ოფისი მდებარეობს: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ათენში.