“მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, - რამდენიმე დღის წინ, მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში ჯვარი დაიწერეს.
წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელის დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა ინსტაგრამზე ატვირთა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია ერთი წლის წინ დაინიშნენ.
"ყველა სურვილისთვის და გამეტებული კონმპლიმენტისთვის უღრმესი მადლობა!!! ვკითხულობ ყველაფერს და ამხელა სითბო დაუჯერებელია. მადლობააა!", - წერს მოდელი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.
ყველაზე წაკითხვადი
კომენტარები