ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

30 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო თუ ქორწილის გადახდას ღია საქორწილო სივრცეში გეგმავ

14523

ბოლო წლებში ქორწილებმა, ტრადიციული სარესტორნო სივრცეებიდან, ღია საქორწილო ლოკაციებზე გადაინაცვლა. ბოლო დროინდელი ტრენდი, განსაკუთრებით აქტუალური და მისაღები, მსოფლიოში Covid 19-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა გახადა. ღია სივრცეებში, ქორწილის გადახდა გაცილებით უსაფრთხოა, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია დისტანციის დაცვა. თუმცა განსაკუთრებულად მომხიბვლელი, ღია საქორწილო სივრცეში, დეკორთან დაკავშირებული თავისუფლებაა და თითქმის ყოველთვის, ამ ტიპის ქორწილი ბევრად საინტერესო, ჰარმონიული და ლამაზი გამოდის, ვიდრე სტანდარტულ საქორწილო დარბაზებში.

 

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება ამ მიმართულებით, საკმაოდ კარგია. ქართულ საქორწილო ბაზარზე მოღვაწე ივენთ მენეჯერები და კომპანიები, მსოფლიო დონის ღონისძიებებსა და ქორწილებს, წარმატებით უძღვებიან, რაც გასულ წელს, საქართველოში პირველად ჩატარებულმა, მსოფლიო დონის კონგრესმაც დაადასტურა. კონფერენციის ღონისძიების ვიზუალურმა ნაწილმა და შოუ პროგრამამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წამყვანი ორგანიზატორების აღფრთოვანებაც გამოიწვია. ამგვარად, თუ გეფიქრებათ, რამდენად განსაკუთრებული შეიძლება იყოს თქვენი ქორწილი ღია საქორწილო სივრცეში, ნუ ორჭოფობთ, საბედნიეროდ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზატორების მოღვაწეობას არაფრით ჩამოუვარდება.

 

ნუ ინერვიულებთ დეკორის ელემენტებზეც. საქორწილო ინვენტარიც, უზარმაზარი პალატებით დაწყებული, ორიგინალური ჭურჭლით დამთავრებული, საქართველოშივე მოიპოვება. შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიებს, რომლებიც თქვენ და ქორწილის ორგანიზატორს, საჭირო ინვენტარით მოგამარაგებთ.

 

არ უნდა იღელვოთ შოუ-პროგრამაზე, ყვავილებზე, ფოტო და ვიდეოგრაფზე. ქართველ ფოტოგრაფებს, თავიანთი ქორწილების გადასაღებად, უცხოელი წყვილებიც აქტიურად იწვევენ. ისინი იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში და საუკეთესო კადრებს აფიქსირებენ. 

 

ყველა ნიუანსი, რომელიც ღია საქორწილო სივრცეში, ქორწილის წვეულებისთვის დაგჭირდებათ, ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და თქვენ თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ დაუვიწყარი, მცირე, საშუალო ან მაღალბიუჯეტური ქორწილი, რომელიც ნებისმიერი რაოდენობის სტუმრებზე იქნება გათვლილი. თუმცა აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც - მიმდინარე ეტაპზე, სწორება მცირე რაოდენობის სტუმრებზე სჯობს.

 

ღია საქორწილო სივრცედ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ადგილი: უკვე განსაზღვრული საქორწილო ლოკაცია, მდინარის ან ზღვის სანაპირო, მთა, საკუთარი სახლის ეზო, მინდორი - ამ მხრივ, შესაბამისი ადგილების ფუფუნებას, ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნება გვაძლევს.

 

დაათვალიერეთ 30 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ქორწილის გადახდას გეგმავთ. თუ ქორწილის გადახდას, ღია საქორწილო სივრცეში გეგმავთ ან განიხილავთ მაინც. 

 

გისურვებთ ბედნიერ ქორწინებას და ულამაზეს ქორწილს, იქ, სადაც თქვენი განსაკუთრებული დღე, ყველაზე ლამაზად წარმოგიდგენიათ!


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

04/08/2020

787

"გამომყვები ცოლაად?!" - თემო საჯაიამ, მარიტა ჯანაშიას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა
post-01

30/07/2020

3284

ფერადი თეთრის ნაცვლად - ვარსკვლავების ცნობილი ფერადი საქორწილო კაბები
post-01

27/07/2020

1844

თუ ვარდისფერ ქორწილზე ოცნებობთ...(wedder.ge)
ყველაზე წაკითხვადი
post-01

22/07/2020

12241

ვინ არის მილიარდელი გოგონა, რომელზეც დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი ქორწინდება?
post-01

20/07/2020

6536

ქორწილები დაუშვეს! დღეიდან ქორწილზე დამსწრე ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
post-01

21/07/2020

5902

პირველი ფოტოები, პანდემიის შემდგომი ქორწილებიდან, აჩი კორღალიძის და ნინი უხურგუნაშვილის საქორწილო ფოტოშემოქმედებიდან