Добавление компании

30 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო თუ ქორწილის გადახდას ღია საქორწილო სივრცეში გეგმავ

22626

ბოლო წლებში ქორწილებმა, ტრადიციული სარესტორნო სივრცეებიდან, ღია საქორწილო ლოკაციებზე გადაინაცვლა. ბოლო დროინდელი ტრენდი, განსაკუთრებით აქტუალური და მისაღები, მსოფლიოში Covid 19-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა გახადა. ღია სივრცეებში, ქორწილის გადახდა გაცილებით უსაფრთხოა, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივია დისტანციის დაცვა. თუმცა განსაკუთრებულად მომხიბვლელი, ღია საქორწილო სივრცეში, დეკორთან დაკავშირებული თავისუფლებაა და თითქმის ყოველთვის, ამ ტიპის ქორწილი ბევრად საინტერესო, ჰარმონიული და ლამაზი გამოდის, ვიდრე სტანდარტულ საქორწილო დარბაზებში.

 

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება ამ მიმართულებით, საკმაოდ კარგია. ქართულ საქორწილო ბაზარზე მოღვაწე ივენთ მენეჯერები და კომპანიები, მსოფლიო დონის ღონისძიებებსა და ქორწილებს, წარმატებით უძღვებიან, რაც გასულ წელს, საქართველოში პირველად ჩატარებულმა, მსოფლიო დონის კონგრესმაც დაადასტურა. კონფერენციის ღონისძიების ვიზუალურმა ნაწილმა და შოუ პროგრამამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წამყვანი ორგანიზატორების აღფრთოვანებაც გამოიწვია. ამგვარად, თუ გეფიქრებათ, რამდენად განსაკუთრებული შეიძლება იყოს თქვენი ქორწილი ღია საქორწილო სივრცეში, ნუ ორჭოფობთ, საბედნიეროდ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზატორების მოღვაწეობას არაფრით ჩამოუვარდება.

 

ნუ ინერვიულებთ დეკორის ელემენტებზეც. საქორწილო ინვენტარიც, უზარმაზარი პალატებით დაწყებული, ორიგინალური ჭურჭლით დამთავრებული, საქართველოშივე მოიპოვება. შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიებს, რომლებიც თქვენ და ქორწილის ორგანიზატორს, საჭირო ინვენტარით მოგამარაგებთ.

 

არ უნდა იღელვოთ შოუ-პროგრამაზე, ყვავილებზე, ფოტო და ვიდეოგრაფზე. ქართველ ფოტოგრაფებს, თავიანთი ქორწილების გადასაღებად, უცხოელი წყვილებიც აქტიურად იწვევენ. ისინი იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებში და საუკეთესო კადრებს აფიქსირებენ. 

 

ყველა ნიუანსი, რომელიც ღია საქორწილო სივრცეში, ქორწილის წვეულებისთვის დაგჭირდებათ, ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და თქვენ თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ დაუვიწყარი, მცირე, საშუალო ან მაღალბიუჯეტური ქორწილი, რომელიც ნებისმიერი რაოდენობის სტუმრებზე იქნება გათვლილი. თუმცა აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც - მიმდინარე ეტაპზე, სწორება მცირე რაოდენობის სტუმრებზე სჯობს.

 

ღია საქორწილო სივრცედ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ადგილი: უკვე განსაზღვრული საქორწილო ლოკაცია, მდინარის ან ზღვის სანაპირო, მთა, საკუთარი სახლის ეზო, მინდორი - ამ მხრივ, შესაბამისი ადგილების ფუფუნებას, ჩვენი ქვეყნის მდიდარი ბუნება გვაძლევს.

 

დაათვალიერეთ 30 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ქორწილის გადახდას გეგმავთ. თუ ქორწილის გადახდას, ღია საქორწილო სივრცეში გეგმავთ ან განიხილავთ მაინც. 

 

გისურვებთ ბედნიერ ქორწინებას და ულამაზეს ქორწილს, იქ, სადაც თქვენი განსაკუთრებული დღე, ყველაზე ლამაზად წარმოგიდგენიათ!


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый