ბედნიერი თარიღების კალენდარი საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი მეორე ნახევრისათვის მნიშვნელოვანი თარიღები და სასურველი საჩუქრები. Wedder.ge ყველა თარიღამდე 1 თვით ადრე თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს sms და email შეტყობინებების სახით შეგახსენებთ და თქვენს მეუღლეს/შეყვარებულს გაანდობს თქვენთვის სასურველი საჩუქრების სიას. ამასთან ერთად, wedder.ge – ის პარტნიორი კომპანიები წინასწარ მოამზადებენ სპეციალურ შეთავაზებებს, რომ ეს დღე კიდევ უფრო გაგილამაზონ.
შეადგინეთ თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარი და მიიღეთ ჩვენგან უამრავი სიურპრიზი
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები
მე ვარ*:
მნიშვნელოვანი თარიღები
#ქორწინების თარიღი
#გაცნობის თარიღი
#ნიშნობის თარიღი
ბედნიერი თარიღების დამატება
ბედნიერი დღის დასახელება
ბედნიერი დღის თარიღი
მე
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მეუღლე/შეყვარებული
სახელი*
გვარი*
დაბადების თარიღი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონი*
მონიშნეთ ჰეშთეგები ან ქვემოთ მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი
სხვა
გმადლობთ რომ დარეგისტრიდით
საიუბილეო თარიღამდე 1 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ შეხსენების პირველ შეტყობინებას და ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს, სიურპრიზის სწორად დაგეგმვაში დავეხმაროთ.
კომპანიის დამატება

ხუთი რჩევა ქორწილში სტუმრების განწყობის ასამაღლებლად

9496

ეჭვგარეშეა რომ თქვენი სტუმრები მოხიბლულები იქნებიან პატარძლის კაბით, საქორწილო დეკორაციებით, ყვავილებითა და ტორტით. მაგრამ იმისათვის რომ ისინი სასიამოვნოდ გააოცოთ და სრულ კომფორტში ამყოფოთ, შეგიძლიათ ეს რამდენიმე ორიგინალური რჩევა გაითვალისწინოთ. დაგვერწმუნეთ, თქვენი სტუმრები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან.

 

 

რჩევა პირველი: დამერწმუნებით,რომ ფოტოგრაფის ობიექტივი ერთადერთი არააა, რომელიც ქორწილის დღის აღბეჭდვას უზრუნველყოფს. თქვენი სტუმრები ცდილობენ ყველა ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი საკუთარი მობილური ტელეფონებით დააფიქსირონ. ე.წ სმარტფონების ეპოქაში კი ელემენტის დამუხტვა მუდმივი პრობლემაა. ამიტომაც, ეცადეთ უზრუნველყოთ სპეციალური სივრცის გამოყოფა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, სადაც თქვენი სტუმრები შეძლებენ დამუხტონ ტელეფონი და მშვიდად განაგრძონ სასიამოვნო მომენტების აღბეჭდვა. 

 

 

რჩევა მეორე: ქორწილი სტუმრებისთვის ახალ ტანისამოსთან ასოცირდება. განსაკუთრებით კი ქალბატონები არ იშურებენ ენერგიას და მაქსიმალურად ზრუნავენ თავიანთ ვიზუალზე. ყველა ქალბატონი დაგვერწმუნება,რომ ახალი,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იმდენადვე მტკივნეულია,რამდენადაც სასიამოვნო. იმისათვის რომ თქვენს სტუმრებზე ამ ნაწილშიც იზრუნოთ, შეგიძლიათ საპირფარეშოში მათთვის ერთჯერადი ლეიკოპლასტირები განათავსოთ. 

 

 

რჩევა მესამე: თუ ქორწილის გადახდას ღია ცის ქვეშ გეგმავთ, მნიშვნელოვანია რომ საღამოს საათებში ტემპერატურის კლება გაითვალისწინოთ და ყველანაირად ეცადოთ, რომ თქვენი სტუმრების განწყობა სიცივემ არ გააფუჭოს. ამისათვის შესაძლებელია გამოყოთ რამდენიმე კალათა, რომელშიც თბილი პლედები იქნება მოთავსებული. ეცადეთ მაქსიმალურად ორიგინალურად განათავსოთ ისინი. 

 

 

რჩევა მეოთხე: აუცილებელია სტუმრებმა იგრძნონ,რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან და მათი ყოფნა წყვილისთვის ბევრს ნიშნავს. განათავსეთ თითოეული სტუმრის თეფშზე პერსონალური მადლობის წერილი. გამოხატეთ მადლიერება და შეუქმენით თქვენს სტუმრებს კარგი განწყობა. 

 

 

რჩევა მეხუთე: გსურთ თქვენს სტუმრებს რაც შეიძლება დიდხანს ახსოვდეთ ეს არაჩვეულებრივი დღე? შეარჩიეთ მცირე ზომის ნივთი, რომელსაც მათ სახლში გაატანთ. ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის დესერტი, სუვენირი... ცოტაოდენი ფანტაზია და ეს დღე კიდევ უფრო ზღაპრული გახდება. 

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

14/02/2021

4836

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6817

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5263

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
ყველაზე წაკითხვადი