ე.წ. "ქორწილების სეზონზე" - 2019 წლის შემოდგომაზე, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება, რამდენიმე ქართულმა ქორწილმა მიიპყრო. ერთ-ერთი ასეთი ქორწილი, წინანდლის მამულში, გასულ კვირას გაიმართა. ქორწილის მასშტაბურობამ და გასაოცარმა დეკორაციამ, მთელი ქვეყანა აღაფრთოვანა.
მარიამ ნაფეტვარიძის და საბა მღვდელაძის ქორწილის ორგანიზების პროცესში(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და "BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები), რამდენიმე პროფესიონალისა და კამპანიისგან შემდგარი ჯგუფი იყო ჩართული. მათ შორის "გარდენია შევარდნაძე", "არტ ფლაუერსი" და ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი, ქართველი დიზაინერი ანი პირველი, რომელიც ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ორიგინალური ქორწილების შემოქმედად შეგვიძლია ჩავთვალოთ - მათ შორის ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ქორწილისა.
გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან:
- მოგესალმებით ანი. მადლობა, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამონახეთ დრო ჩვენი მკითხველისთვის. თქვენი სახელი უკვე ასოცირდება საქართველოს ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ქორწილებთან. როგორი შეგრძნებაა ეს დიზაინერისთვის?
- რათქმაუნდა ძალიან სასიამოვნო.თუმცა ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოა ამდენი დადებითი, მაღალი შეფასებებით და ესეთი განწყობით მოლოდინი ყოველთვის გაამართლო, რაც პრინციპში არის ჩემი მთავარი მოტივაცია და ალბათ ნებისმიერ საქმეში, ყველა პროფესიონალისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი საქმე უყვარს.
- რამდენად რთულია ამ ტიპის მაშტაბურ ქორწილებზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის თქვენი საქორწილო შემოქმედების შესახებ?
- ვფიქრობ, რომ რთული არაფერია, რასაც სიყვარულით და გულით აკეთებ.
- როგორც ვიცით, ქორწილის ორგანიზებაში თქვენთან ერთად სხვადასხვა ადამიანები თუ კომპანიებიც მონაწილეობდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია კოლაბორაცია და გუნდი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა, ქორწილის სრული სურათის შესაქმნელად?
- ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული გუნდი, რომელიც შენთან ერთად სიყვარულით ქმნის ამ პროდუქტს. განხორციელების პროცესში ყველა გრძნობა და ემოცია შესრულების ეტაპზეა გამოხატული, რასაც დამკვეთი და საზოგადოება აუცილებლად, ყოველთვის გრძნობს და შესაბამის შეფასებას აძლევს.
- თქვენს მიერ შექმნილი ქორწილის შემდეგ, ყოველთვის ჩნდება კითხვა - რა შეიძლება იყოს შემდეგი, რასაც ანი პირველი „შეეჭიდება“ და შექმნის? თქვენ გქონიათ თუ არა ეს შეგრძნება, რომ შესრულებულმა სამუშაომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა შეგძინათ?
- რათქმაუნდა ყოველი კონკრეტული პროექტის შემდგომ პასუხისმგებლობა იზრდება, რაც პრინციპში ჩემი პროფესიისთვის არის ყველაზე საინტერესო პროცესი და შეიძლება ითქვას ხიბლიც , ვინაიდან მუდმივად ახლის და საინტერესოს ძიებაში ვარ, ჩემთვის ეს ყველაზე საინტერესო პროცესია.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ქორწილის ორგანიზატორი და რა არის მთავარი, კარგი ქორწილის ორგანიზებისთვის
კომენტარები