Add company

ქორწილი ვიწრო წრეში: ორიგინალური, სახალისო, ეკონომიური

6450

ძალიან ბევრი ჩვენგანი ოცნებობს ბრწყინვალე ქორწილზე, რომელიც ყოველთვის ისე მთავრდება, როგორც ზღაპრებსა და ფილმებშია. სამწუხაროდ, ყველას არ ჰყოფნის ფინანსები, ასეთი ღონისძიებისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ქორწილი უნდა გადადოთ, სანამ ხელსაყრელი დრო არ დადგება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ფულს დახარჯავს თითოეული ადამიანი, ამ საზეიმო დღისათვის, რადგან მთვარია ყველაფერი იყოს ბრწყინვალე და დასამსახსოვრებელი, როგორც წყვილისთვის, ისე მოწვეული სტუმრებისთვის.

 ახალგაზრდა წყვილები უფრო და უფრო მიდიან დასკვნამდე, რომ ქორწილის აღნიშვნა  ვიწრო წრეშიც შეიძლება. მართლაც, საიმისოდ, რომ ქორწილმა ნათელი მოგონებები დატოვოს, აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ცნობილი მუსიკოსების მოწვევა და მდიდრული რესტორნის დაქირავება. საქორწილო ზეიმი უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, შეიძლება იყოს ბევრად უფრო ბრწყინვალე და ორიგინალური.

როცა გადაწყვეტთ ქორწილის ოჯახის წრეში აღნიშვნას, უნდა იფიქროთ მისი ჩატარების ადგილზე. თუ ძალიან ბევრი სტუმრის დაპატიჟებას არ გეგმავთ, ბინა ან აგარაკი, შეიძლება იდეალური ვარიანტი იყოს. ამ შემთხვევაში, პატარძალმა და ნეფემ უნდა იზრუნონ ოთახის ღირსეული გაფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საზეიმო ატმოსფეროს შექმნას. საკმარისია ბინა ბუშტებითა და ყვავილებით დაამშვენოთ და თქვენ ვერ შეამჩნევთ, თუ როგორ იქცევა ჩვეულებრივი ოთახი ლამაზ საქორწილო სივრცედ.

თუ ქორწილის აღნიშვნას  დიდი მასშტაბის გარეშე გადაწყვეტთ, ახალდაქორწინებულებს შეგეძლებათ უფრო მეტი აქცენტი სადღესასწაულო სუფრაზე გააკეთოთ. მოდით ამ საღამოს ტრადიციული სალათების ნაცვლად, ორიგინალური და განსხვავებული  მენიუ ვცადოთ, მაგალითად გემრიელი ხილი და ტკბილეული, რომელთა შესახებაც სტუმრებს აქამდე არაფერი სმენიათ.

თანამედროვე წყვილი, ცდილობს, ქორწილი მხიარულ დღესასწაულად აქციოს, შეასბამისად აწყობენ გასართობ დადგმებს,  სხვადასხვა თამაშებს, რომლებშიც ყველა ჩართულია და ქორწილი საერთო მხიარულებად იქცევა.

ჩვეულებრივ, ვიწრო წრეში ქორწილი გულისხმობს პატარძლისა და სიძის მხრიდან, მხოლოდ უახლოესი და ძვირფასი ადამიანების დღესასწაულში მონაწილეობას.

ქორწილი არის ღონისძიება, რომლის მთავარი ფიგურები ახალგაზრდები არიან. ნუ შეეცდებით მიბაძოთ მეგობრებსა თუ ნაცნობებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ოკეანეში ან ქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში აღნიშნეს. თქვენი ქორწილი უნდა იყოს ინდივიდუალური, ორიგინალური და დატოვოთ მხოლოდ დადებითი ემოციები და არა ბევრი ვალი!

 

მასალის ავტორი ანა მარგალიტაძე


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5246

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable