"ხშირ შემთხვევაში სიძე ბატონები კამერას ემალებიან და პატარძლები თხოვნით მომმართავენ - "იქნებ რამე მოვუხერხო". გთავაზობთ იმ სიძეებს რომლებიც კამერას არ ემალებოდნენ და პირიქით" - ეს პოსტი ფოტოგრაფმა აჩი კორღალიძემ თავის ბიზნეს გვერდზე "Wedding Photo Production"-ზე გამოაქვეყნა. ფოტოები საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ფოტო-ობიექტივში მოხვედრის სურვილი, მამაკაცებს იშვიათად უჩნდებათ. მაშინაც კი, როცა მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი - ქორწილის დღეა, ხოლო მათი საყვარელი ქალები განსაკუთრებით მონდომებულები, სამახსოვრო ფოტოები, ლამაზი და სახასიათო იყოს.
ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ, თითქმის ყველა სტატიაში, რომელიც ფოტოგრაფებთან ინტერვიუების სახითაა წარმოდგენილი, ქორწილის ფოტოგრაფები, გადაღების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, სიძის ინერტულობას და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებას ასახელებენ.
მამაკაცებო, მომავალო ნეფეებო და მეუღლეებო - გახსოვდეთ. მშვენიერია გამოხატო და აღბეჭდო შენი ბედნიერება. ამაში აჩი კორღალიძის მიერ დაფიქსირებული ბედნიერი და მხიარული სახეები აუცილებლად დაგარწმუნებთ:
Comments