კომპანია AMORE 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი მრავალბრენდიანი კომპანიაა საქართველოში, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალისა და მამაკაცის, ისე საბავშვო ხაზის - თეთრეულის საცალო ვაჭრობა. მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს.
AMORE-ში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების LEVANTE,PHILIPPE MATIGNON, MI AMORE, NIKOL DJUMON, PENTI, LISCA და სხვა ბრენდების პროდუქცია. ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ელეგანტური და დახვეწილი თეთრეულის ფართო არჩევანი.
კომპანიის დაარსებიდან დღემდე, დაგროვილი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე, შევძელით ჩვენი ქსელის გაფართოება და დღეს წარმოდგენილნი ვართ 11 ფილიალით თბილისსა და რუსთავში.
წარმატება განაპირობა იმანაც, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური კონსულტანტები უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სრულყოფილ მომსახურებას.
კომპანიამ იზრუნა ერთგულ მომხმარებლებზე და მეტი კომფორტისთვის შეიქმნა ონლაინ მაღაზია. მომხმარებელს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლია სასურველი პროდუქციის შეძენა, საიტზე რეგისტრაციით.