2019 წლის ნახევარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ მსოფლიო მოდის შემოქმედებმა, 2020 წლის ტენდენციების მიხედვით, კოლექციებზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
"ნაემის საქორწილო კაბა, არ არის ჩვეულებრივი თეთრი ფერის კაბა. ტრადიციულ ფორმაზე აგებული, კლასიკური და უნიკალური სამოსი არის იმ პატარძლებისთვის, რომლებსაც სტანდარტულად არ ეშინიათ თამამი განცხადბების და ნაბიჯების, ყურადღების ცენტრში ყოფნის" - ასე ახასიათებენ ხანის შემოქმედებას კრიტიკოსები, ხოლო მისი მომხმარებლები არიან ქეით მიდლტონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, მიშელ ობამა.
ნაემი ხანის ბაბუა, ინდოელი დიდებულებისთვის კერავდა სამოსს. მისი წყალობით დიზაინერმა იცის, როგორ შეურჩიოს დიდებული ელემენტები სამოსს, გლამურულობისთვის. 2020 წლის კოლექცია შემნილია გლუვი, ჰაეროვანი ქსოვილისგან და ხასიათდება დეკოლტის ღრმა, სამკუთხედი ჭრილით და დიდი ზომის თავსაბურავით. ამ კოლექციაში ხანმა პირველად შემოიტანა კოქტეილის საქორწილო კაბები და კომბინიზონები, რომელიც განკუთვნილია საქორწილო წვეულების მეორე, გვიანი ეტაპისთვის.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ დიზაინერის 16 კაბას, 2020 წლის კოლექციიდან.
კომენტარები