კომპანიის დამატება

ჯასტინ ბიბერი დაქორწინდა: "TILL DEATH DO US PART" - წარწერა პატარძლის საქორწილო შლეიფზე

ცოტა ხნის წინ, ამერიკელი მოდელი და ტელესახე ჰეილი ბიბერი, პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერზე დაქორწინდა. მათი მასშტაბური ქორწილის ორგანიზება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქორწილში განსაკუთრებული ყურადღება, საპატარძლო კაბამ მიიქცია, რომელის იტალიაში, ჰეილის მეგობარი დიზაინერის ატელიეში, ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

 

დახვეწილი, ბოჰემიური კაბა, გრძელი შლეიფით, რომელიც ერთნაირად მორგებულია ჯვრისწერის, ქორწინების ცერემონიალისა და საღამოს წვეულებისთვის, ჰაეროვანი ქსოვილისგანაა შეკერილი და უამრავი პატარა დეტალით არის გაფორმებული. ვიდეოს მიხედვით, საბოლოო დიზაინამდე, სამი სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. 

 

გასაოცარ კაბასთან ერთად, პატარძალს გრანდიოზული ფატა ეხურა, წარწერით "TILL DEATH DO US PART", რომლის ტრადიციული მნიშვნელობაც უცხოელი წყვილებისთვის სამუდამოდ ერთად ყოფნას გულისხმობს.

 

როგორ იქმნებოდა საპატარძლო კაბა - ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ სათაურს:   "TILL DEATH DO US PART"


კომენტარები
ბოლოს დამატებული სტატიები
post-01

11/11/2019

ოცნების ქორწილი: 25 ფოტო Luxory ქორწილებიდან
post-01

08/11/2019

GWS-ის უნიკალური კოლექცია: "ველური გული" მაროკოს ქუჩებში, მექასა და მედინაში
post-01

08/11/2019

19 გლამურული საქორწილო კაბა, დიზაინერ ჯული ვინოს კოლექციიდან
ყველაზე წაკითხვადი
post-01

22/10/2019

გატყავებული ჯიხვი და თხები აფხაზურ ქორწილში
post-01

17/10/2019

ვინ არის ცნობილი ქორწილის ორგანიზატორი და რა გამოწვევების წინაშე აყენებს მას, ყოველი ახალი ქორწილი
post-01

15/10/2019

"რუსეთი ოკუპანტია" - ვინ არის პატარძალი, რომელმაც ოკუპაცია საკუთარ ქორწილშიც გააპროტესტა