Добавление компании

როგორი უნდა იყოს ნიშნობის ბეჭედი 2021 წელს?

5368

ნიშნობის ბეჭდის არჩევა მამაკაცებისთვის დიდი საფიქრალია. მათ სურთ ისეთი ბეჭედი აარჩიონ, რომელიც საცოლის გემოვნებასაც  მოერგება და თანამედროვე მოდასაც. საზრუნავის შესამსუბუქებლად www.wedder.ge  2021 წლის ტრენდული დიზაინის ბეჭდებს წარმოგიდგენთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2021-ში მოდურია ყველა სტილი- სადა ერთთვლიანი ბრილიანტით დაწყებული ვინტაჟური ბეჭდით დამთავრებული.მარგალიტები და ძვირფასი  ქვებიც არ კარგავენ აქტუალობას!

 

ყვითელი ბრილიანტი

ყვითელი ბრილიანტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოდელია ნიშნობის ბეჭდისთვის . ფორმები თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

მწვანე და ლურჯი ზურმუხტის ბეჭდები.

ბეჭედი შესაძლოა იყოს ნაზი ვიზუალით, ოქროს ან ბრილიანტის რგოლზე წამოცმული ძვირფასი ქვებით,ან პატარ-პატარა ბრილიანტებით გაფორმებული.

 

 

ვინტაჟური ბეჭედი.

საგვარეულო ბეჭდითაც  შეგიძლიათ თქვენს რჩეულს  ხელი თამამად სთხოვოთ, რადგან ძველებური მჭედლობა ახლაც კი საუცხოოდ გამოიყურება.

 

 

გუმბათოვანი ერთთვლიანი ბეჭედი.

გუმბათოვანი ბეჭედი ძველ დიდებას იბრუნებს. ერთი შეხედვით სადა, ვარდის კვირტის ფორმას მიმსგავსებული ბეჭედი ბრილიანტის თვლებით თანამედროვე წყვილებისთვისაც კარგი არჩევანია.  

 

ორთვლიანი ბეჭედი .

ესეც კარგად დავიწყებული ძველია. ორი ერთნაირი ან სხვადასხვა ზომის ძვირფასი თვალი ერთმანეთის გვერდზე, როგორც ორი სულის გაერთიანების სიმბოლო. 

 

სამთვლიანი ბეჭედი.

ეს ბეჭედი ,,მეგანის ეფექტის’’ გამოძახილია. მას შემდეგ,რაც სასექსის ჰერცოგინია სამთვლიანი ბეჭდით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ბეჭედზე მოთხოვნა მნიშნელოვნად გაიზარდა. ბეჭდის სამი თვალი წყვილის წარსულს,აწმყოსა და მომავლის სიმბოლოა. შესაძლოა როგორც სადა ვარინატის შეკვეთა (ერთ ფერში), ასევე სხვადასხვა ფერების ვარიაცია.

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый