Добавление компании

როგორ შევარჩიოთ ოცნების კაბა? ცნობილი დიზაინერები გვირჩევენ!

4074

საქორწილო კაბის ძიება - ყოველთვის ხანგრძლივი და რთული პროცესია. ჩვენ შევარჩიოთ რამდენიმე დიზაინერი, რომელთა რჩევები შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი საოცნებო საპატარძლო კაბის მარტივად შერჩევაში და შეგიქმნათ წარმოდგენა მომავალ ლუქზე.

Carolina Herrera

ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური კაბების შექმნა - ბრენდის სავიზიტო ბარათია. არანაირი ზედმეტი ელემენტები და ნაქარგი დეტალები - სწორედ ეს არის შესანიშნავი გემოვნების ფუძე დიზაინერის აზრით. კაროლინა ერერა, მოუწოდებს პატარძლებს, რომ არ გახდნენ მოდის მსხვერპლნი და ყურადღება მიაქციონ ტრადიციულ კაბებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალურ ფორმებს.

Monique Lhuillier

კლასიკური საქორწილო კაბები ყოველთვის აქტუალური იქნება. მაგრამ ამასთან, მოდის სახლის დამფუძნებელი, პატარძლებს ურჩევს არ შეჩერდნენ მხოლოდ სტანდარტული პრინცესას კაბის მორგებაში. ,,ორი ათეული წლის წინ, პატარძლები არჩევანში შეზღუდულები იყვნენ, ამიტომ ვხედავდით ჩვენ ამდენ ერთნაირ ლუქს. ახლა ისინი უფრო ექსპერიმენტებისკენ იხრებიან და ჩვენი ბრენდი ინარჩუნებს ამ ტენდენციას“  - ამბობს მონიკი. ნუ შეგეშინდებათ მუხლს ზემოთ კაბების, ასიმეტრიული მოდელები ან კომბინიზონების მორგება. თქვენი ინდივიდუალურობა ქორწილის დღეს, მთავარ როლს თამაშობს.

Oscar de la Renta

ბრენდის კაბები - ეს ელეგანტურობის, მოდერნის, ლაკონურობისა და ფუფუნების შეთავსებაა. მისი ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ კაბები არ იქნეს გადატვირთული ზედმეტი დეტალებით. დაე ყურადღების ცენტრში იყოს ძვირფასი მაქმანი, მოშიშვლებული მხრები და უბრალო სილუეტი. ან ღრმა დეკოლტე, მინიმალისტურ დიზაინთან შეხამებაში.

Vera Wang

ბრენდმა შეცვალა მთელი მსოფლიოს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქორწილო კაბა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქორწილო კაბების ფერადი კოლექცია შექმნა, მათ შორის შავი და რუხი ფერის კაბებიც. ,,მოდაში მე ვამჯობინებ სუფთა ხაზებს. გაფორმებების სიმრავლეს, ყურადღება გადააქვს მთავარი საგნებიდან“ - ამბობს ვერა. იმისათვის, რომ ქორწილი დღეს გამოიყურებოდეთ გემოვნებიანად, დიზაინერი გვირჩევს უარი ვთქვათ დეკორატიული ელემენტებისგან და მეტი ყურადღება, კაბის არქიტექტურას დაუთმოთ. ,,გახსოვდეთ, რომ საუკეთესო კაბა არის ის, რომელშიც პატარძალი თავს კომფორტულად გრძნობს“.

Danielle Frankel

მოდის სამყარო მოსაწყენი იქნებოდა რომ არა ექსპრესიული და გაბედული პატარძლები. სწორედ ასეთი ტიპაჟები არიან დენიელ ფრენკის შთაგონებები. მის კოლექციაში ცენტრალურ ადგილს დრამატული კაბები ეფექტური ნაქარგებით, ლუქები 1980-x სტილში და კოსტიუმები იკავებენ. ,,არ შეგეშინდეთ სტერეოტიპების დამსხვრევა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს პატარძალი. გამოიყენეთ საყვარელი აქსესუარები, ჩაატარეთ ექსპერიმენტები კაბის სიგრძესა და სილუეტზე. მაღალი ხელთათმანები, ქამრები, ქურთუკები და სხვა უმრავი დეტალი, შესაძლოა საფირმო ნიშანი გახდეს თქვენს ლუქში“, - ამბობს დიზაინერი.

Zuhair Murad

მოდის ბიზნესში მისი კარიერის განმავლობაში ლიბანელმა დიზაინერმა უამრავი ადამიანის გული დაიპყრო, მის საქორწილო კაბებში კი, ყველაზე შეძლებული ოჯახის შვილები თხოვდებოდნენ. მათი გაგება ადვილია, რადგან ბრენდი დიდი ხანია სიტყვა ,,ფუფუნების“ სინონიმი გახდა. იმისათვის რომ ქორწილის დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დიზაინერი გვირჩევს მივყვეთ მთავარ 3 წესს. პირველი: კაბის საფარი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენი სხეულის ღირსებებს. მეორე: მოირგეთ კაბები რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლით - შლეიფით, თეძოდან ჩაჭრილი კაბა, V-ფორმის ჭრილით. და მესამე: არაფერი ამშვენებს კაბას ისე, როგორც ხელით ამოქარგული რთული ნაქარგები.

Reem Acra

დიზაინერის ვარაუდით, მინიმალიზმი, ამოქარგული მსუბუქი დეტალები და ხაზგასმული სილუეტები, კიდევ დიდ ხანს იქნება ტრენდში. როდესაც ირჩევთ კაბას, განიხილეთ ისეთი ვარიანტები, როგორებიცაა მაგალითად, ელეგანტური მაქმანები, კომბინაციები თეთრეულის სტილში და მოდელები კორსეტის ზედით. დიზაინერი ასევე გვირჩევს თამამად გაუსვათ ხაზი მხრებს, კაბის ძალიან წვრილი ბრეტელების მეშვეობით და დახვეწილი, ჰაეროვანი წვრილი ყელსაბამებით.

Alberta Ferretti

დიზაინერს ტყუილად არ უწოდებენ ,,შლეიფის დედოფალს“. მან ნამდვილად იცის, თუ როგორ შექმნას ჰაეროვანი ნაჭრებიდან მართლაც რომ რომანტიკული და თანამედროვე ლუქები. ,,ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქორწილო მოდა ერთფეროვანი იყო. ახლა უმრავლესობა დაიღალა საქორწილო კაბებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტენდენციის გამო, უარი უნდა ვთქვათ ქალურ სამოსზე“, - თვლის ალბერტა. ამიტომ აქვს აზრი, რომ განიხილოთ კომპლექტები ტოპით ან ბლუზები გრძელი ქვედაბოლოთი ჰაეროვანი ნაჭრებისგან: აბრეშუმი, შიფონი, მაქმანი, მუსლინი.

Pronovias

როგორი საქორწილო კონცეფციაც არ უნდა შეარჩიოთ, Pronovias-ს მოდის სახლს აქვს მომგებიანი ფორმულა იდეალური კაბის მოძებნისთვის. დაიწყეთ სილუეტით. Pronovias-ს კლასიკური ფასონი აქცენტით წელზე, ყოველთვის უსვამს ხაზს პატარძლის სინაზეზე. ნაჭერი - მხოლოდ უმაღლესი ხარისხი: ტაფტა, ატლასი, ნატურალური აბრეშუმი, ესპანური ტიული, ხელით მოქარგული მაქმანი. ღია ფერები: თოვლივით თეთრიდან, სპილოს ძვლის ფრამდე და მარგალიტის ვარდისფრამდე. აქსესუარები კი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი: დიადემიდან კლასიკურ ფატამდე, შლაპები და ლენტები, თმაში ცოცხალი ყვავილებით.

Galia lahav

ბრენდის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყოველი პატარძლის ლუქი განუმეორებელი უნდა იყოს. თუ თქვენ გსურთ, რომ კაბა ერთდროულად ელეგანტური და სექსუალური იყოს, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს: გახსნილ ზურგს, ზედისა და ქვედის სხვადასხვა ნაჭრებს, მჭიდრო სილუეტსა და ნახევრად გამჭირვალე ჩანართებს. რძიანი, პუდრისფერი, ვანილისა და კრემისფერი ჩრდილები, ნამდვილად დაგეხმარებათ ინდივიდუალიზმის გამოხატვაში.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый