34 წლის ქეთა თოფურიამ და 36 წლის ლევ დენგოვმა ოფიციალურად იქორწინეს. მომღერალმა სოციალურ ქსელ -Instagram-ის პირად გვერდზე ღონისძიების რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, წყვილს მოკრძალებული საქორწილო ცერემონია ჰქონდა, რომელზეც დაპატიჟებული მხოლოდ წყვილის ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ.
ახლადდაქორწინებულები სულ მალე მშობლები გახდებიან. თუ სურათებზე წარწერების მიხედვით ვიმსჯელებთ, ქეთამ და ლევმა 20 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
წყვილის რომანის შესახებ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ქეთამ და ლევმა მათი ურთიერთობა ოქტომბრის თვეში გაამხილეს, მაშინ მომღერალმა პირველად გამოაქვეყნა ფოტო ახალ შეყვარებულთან ერთად. რამდენიმე თვის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა მომღერალს ხელი სთხოვა. მათი თქმით ქორწილის აღნიშვნა ბავშვის ქვეყნად მოვლენის შემდეგ სურდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ლოდინი არ არჩიეს.
30 ოქტომბერს ქეთამ დაადასტურა, რომ მალე დედა მეორედ გახდებოდა. ინსაიდერების თქმით ქეთა ბიჭს ელოდება.
Комментарии