Добавление компании

როგორ შეცვალა პანდემიამ დამოკიდებულება ქორწილსა და ქორწინებაზე

3859

ქორწინების სურვილი უფრო და უფრო გაძლიერდა, მის მიმართ შეხედულებები შეიცვალა და ფასეულობაც გაიზარდა.

2020 წელს პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა საქორწილო ინდუსტრიაზე: საგაზაფხულო კარანტინის გამო, ქორწილების სეზონი მხოლოდ ზაფხულის შუა რიცხვებში აღდგა, მეტი პოპულარობით კი უბრალო ხელის მოწერის რიტუალები და ვიწრო, პატარა ღონისძიებები სარგებლობდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ მკაფიო ცვლილებები მხოლოდ ქორწილის პროფესიონალებს არ უგრძნიათ, არამედ რაღა თქმა უნდა თავად წყვილებმაც.

ამერიკულმა საქორწილო პორტალმა Brides-მა ჩაატარა კვლევა, საიდანაც ვიგებთ, თუ როგორ შეიცვალა წყვილების დამოკიდებულება პანდემიის პერიოდში ქორწილზე, დღესასწაულის აღნიშვნაზე და ქორწინებაზე ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა იღებდა, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი მთლიანობაში გადმოსცემს წყვილების უმრავლესობის ზოგად განწყობას.

როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ქორწინებაზე

გამოკითხულთა 55%  აღიარა, რომ პანდემიამ შეცვალა მათი წარმოდგენა ქორწინებაზე.

82% თქვა, რომ მათი დაქორწინების სურვილი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე პანდემიამდე.

ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ გამოკითხვაში, ამბობდნენ, რომ ქორწინების ფასეულობაზე ფიქრი და მისი მნიშვნელობის გაანალიზება, მათთან სწორედ პანდემიის რთულ პერიოდში მოვიდა. ყველასათვის მკაფიოდ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული დინება, გამოჩნდა უამრავი გაუთვალისწინებლობა, მომავლის შიში ­- და ბევრმა იგრძნო, თუ როგორი მნიშვნელოვანი გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლა, რომლის თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გქონდეს. გამოკითხულთა ნაწილი ამბობდა, რომ ამ მომენტში იგრძნეს და გაიაზრეს, რომ ახლო ურთიერთობები - ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მათ გააჩნიათ, მეტიც, სერიოზულადაც მიუდგნენ საქორწილო ფიცების მნიშვნელობას.

როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ქორწილზე

გამოკითხულთა 81% განაცხადა, რომ პანდემიამ მათი მოლოდინები ქორწილიდან სრულიად შეცვალა.

36% დაქორწინდა პანდემიის დროს, მაგრამ უმრავლესობამ გადადო დღესასწაული - სტატისტიკის მიხედვით დღესასწაულის თარიღის გადადების გადაწყვეტილებას 3-დან 2 წყვილი იღებდა.

კორონა ვირუსმა არაერთი საქორწილო ოცნება გაანადგურა: ბევრს მოუწია უარის თქმა დღესასწაულის საზღვარგარეთ აღნიშვნაზე, სტუმრების სიის შემცირება და ღონისძიების მასშტაბის შეცვლა მთლიანობაში. წყვილები, რომლებიც არ იყვნენ მზად შეეცვალათ ოცნების ქორწილი მხოლოდ ხელმოწერისა და რეგისტრაციის რიტუალზე, ყველაფერი უფრო გვიანი თარიღისთვის გადაიტანეს - და გამოკითხულთა უმრავლესობა, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. პანდემიის პერიოდში ძირითადად დაქორწინდნენ ის წყვილები, რომლებისთვისაც საკმარისი იყო პატარა, ვიწრო წრის ქორწილი ან მხოლოდ ხელის მოწერა. მაგრამ არიან წყვილები, რომლებმაც ქორწილი ორ ეტაპად დაყვეს - მოკრძალებული ხელმოწერა ამ წელს და მასშტაბური დღესასწაული მომავალ წელს. სამწუხაროდ, ვერ შევაფასებთ, რამდენმა ადამიანმა აირჩია ასეთი სცენარი: ეს მონაცემები გამოკვლევაში არ არის.

ქორწილი 2021 წელს

გამოკითხულთა 87% ამტკიცებს, რომ დაიტოვებენ იმ უკვე შეძენილ კოსტიუმებსა და საქორწილო კაბებს და სწორედ მათ ჩაიცვამენ მომავალ წელს.

23% იმედოვნებს რომ ღონისძიებას მომავალ წელს საზღვარგარეთ გამართავენ.

26% ქორწილისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდას აპირებენ.

სამოსზე ყველაფერი გასაგებია ,,საოცნებო კაბის“ შეცვლის სურვილი ნამდვილად არავის ექნება, თუ რა თქმა უნდა პატარძალს ზომა ან გემოვნება არ შეეცვალა. რაც შეეხება ოპტიმისტურ განწყობას საზღვარგარეთის ქორწილებზე - ასევე: წყვილები, რომლებმაც გადაიტანეს ქორწილის თარიღი, იმის გამო რომ ვერ მოხერხდა მისი ორგანიზება, მზად არიან იცადონ იქამდე, სანამ საოცნებო ქორწილს არ გამართავენ, ისე, როგორც ქონდათ ჩაფიქრებული. ნათელია, რომ არიან წყვილები, რომლებსაც სურთ, რომ მათი დღესასწაული განსაკუთრებით ლამაზი, მასშტაბური და დასამახსოვრებელი იყოს - და ჩვენ მათი ძალიან კარგად გვესმის.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый