Добавление компании

ქორწილი ვიწრო წრეში: 7 იდეალური ადგილი თქვენი მყუდრო და პატარა ქორწილისთვის

7585

როდესაც ვსაუბრობთ ქორწილზე ვიწრო წრეში, ჩვენ ვგულისხმობთ პატარა ქორწილს, ყველაზე ახლო ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში. როგორც წესი, ასეთი ქორწილი ვარაუდობს 10-20 სტუმარს. 2020-წლის რეალობაში კი, ეს ღონისძიების ჩატარების საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია, უსაფრთხოებისა და თვითშეგნების თვალსაზრისით.

ერთი შეხედვით, რაც უფრო ნაკლებია დაპატიჟებულთა რაოდენობა, მით უფრო ადვილია ღონისძიებისთვის შესაბამისი მოედნის არჩევა. მაგრამ, მეორეს მხრივ, პატარა ქორწილის დროს, შეუმჩნეველი არაფერი დარჩება, დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ადგილმდებარეობაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეირჩეს.

რა თქმა უნდა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ პატარა, ლამაზი და მყუდრო რესტორანი, კაფე ან ბარი და შეკრიბოთ თქვენი სტუმრები იქ, მაგრამ შეზღუდვებისა და მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში, ეს ყოველივე არც თუ ისე მარტივი და მოსახერხებელი ვარიანტია, ან დღესასწაული სულაც არ ჩაივლის ისე, როგორც თქვენ გეგმავდით და ოცნებობდით.

ამ სტატიაში ჩვენ მოედნის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომლებიც ძალიან ორიგინალურია, რისკებსაც მინიმუმამდე დაიყვანს და სრულებით დააკმაყოფილებენ ვიწრო ქორწილის მოთხოვნილებებს.

  1. ძველებური სასახლე

უამრავ გოგონას სურს რომ ერთხელ მაინც იგრძნოს თავი პრინცესად და პატარა ქორწილი - შესანიშნავი საშუალებაა ამ ოცნების ასრულებისთვის. პრინცესა სასახლის გარეშე ხომ არ არსებობს? მისი როლი შესაძლოა შეასრულოს ძველმა კარ მიდამომ ან სახლ მუზეუმებმა, თუ  რა თქმა უნდა გაქვთ მოლაპარაკების შესაძლებლობა, რომ მის ტერიტორიაზე გაიმართოს საქორწილო ცერემონია, ბანკეტი ან ფურშეტი.

ასეთ ლამაზ დეკორაციებში შეგიძლიათ სტუმრებისთვის თემატური ფოტოგადაღება გამართოთ, მოამზადოთ ანტიკვარული რეკვიზიტები და შეიმოსოთ გასული ეპოქების ტანისამოსით. საქორწილო დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ყვავილები, რადგან მდიდრული არქიტექტურა და სასახლეებისა თუ სახლ მუზეუმების შიდა ურბანულობა, თავისთავად ულამაზესია და არ საჭიროებენ დამატებით  დეკორაციას.

  1. აგარაკი

დღესასწაული კერძო სახლისა და აგარაკის ეზოში - ასეთი ფორმატი ძალიან პოპულარულია დასავლეთ ქვეყნებში და ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენთანაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ბევრ შეძლებულ ოჯახს აქვს აგარაკი, ისეთი სივრცითა და დიზაინით, რომელიც ქორწილის გამართვის შესაძლებლობას იძლევა. პლიუსი იმაშია, რომ თქვენი მოედანი იქნება აბსოლუტურად უნიკალური. იმ შემთხვევაში თუ მიმართავთ დასახმარებლად პროფესიონალებს, დასახლებული სახლიც, რომელიც არ განეკუთვნება სტუმრების დიდი რაოდენობით მიღებას, შეგიძლიათ გარდაქმნათ არაჩვეულებრივ საქორწილო მოედნად.

 

მყუდრო გარემო განაპირობებს მეგობრულ და თბილ ურთიერთობას. ასეთი ფორმატის ქორწილისთვის შესანიშნავი იქნება თამაშები სუფთა ჰაერზე, მსუბუქი მუსიკის თანხლებით და ბევრი ლამაზი ნათურები, რომლებიც კარგად გაანათებენ მთელ ეზოს ღამით და ამავდროულად შესძენენ თქვენს საღამოს განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს. თუ თქვენ არ გაქვთ აგარაკი, თავისუფლად შეგიძლიათ იქირაოთ.

  1. იახტა

ცერემონია მხოლოდ თქვენ ორნისთვისა და თქვენი სტუმრებისთვის თეთრი იახტის ბორტზე, ხასხასა ლურჯ ტალღებში, სასწაულად ლამაზი სანახაობაა. რა შეიძლება იყოს ამაზე რომანტიკული? ცერემონია შეგიძლიათ პირდაპირ ბორტზე გამართოთ ან ლამაზად გაფორმებულ სანაპიროზე. ასევე სადღესასწაულო ვახშამი - თავისუფლად შეგიძლიათ პირდაპირ იახტაზე მოაწყოთ და დატკბეთ ზღვის ტალღებით, ჰავით, ულამაზესი ხედითა და მზის ჩასვლით.

 

იახტაზე ქორწილისთვის საზღვაო სტილი და დეკორაცია სავსებით ლოგიკური იქნება, მაგრამ არა მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი. მარტივი რუსტიკალური სტილი, დახვეწილი ბოჰო და თანამედროვე კლასიკა - შეგიძლიათ თამამად მოარგოთ ასეთ განსხვავებულ საქორწილო მოედანს.

  1. არტ-გარემო ლოფტ სტილში

ლოფტი უბრალოდ შექმნილია პატარა, მოკრძალებული და არა პომპეზური ქორწილებისთვის. დეკორისა და დიზაინის მინიმალიზმი, დიდი საქორწილო სივრცე - ნამდვილი სუფთა ფურცელია, სადაც გაფორმება იქმნება ნულიდან და გამოდის მაქსიმალურად ინდივიდუალური. ლოფტ სტილის დღესასწაული სტერეოტიპებისგან თავისუფალია.

 

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ბანკეტი ფურშეტზე და შესთავაზოთ სტუმრებს განსხვავებული გასართობები. მაგალითად, მოაწყოთ კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.

  1. სახურავი

მოედანი ცერემონიისთვის ქალაქის ულამაზესი ხედით - არაჩვეულებრივი ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეკრიბოთ სტუმრები. სახურავზე შესაძლოა იყოს ქარი, მაგრამ არ ღირს ამის მინუსად აღქმა. მსუბუქ ქარში ფოტოები მეტად დინამიური და ცოცხალი გამოვა. გაითვალისწინეთ, რომ მოედანი სახურავზე პირველ რიგში აუცილებლად უსაფრთხო უნდა იყოს.

 

ამჟამად საკმაოდ ბევრი რესტორანი გვთავაზობს ღია ტერასებს სახურავებზე, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ასეთი დაწესებულების არჩევა თქვენი სადღესასწაულო ვახშმისთვის. შეგიძლიათ მიმართოთ საქორწილო სააგენტოს და ისინი მოგიტანენ ავეჯს მოედანზე, სადაც არ უნდა იყოს, გაალამაზებენ მას თქვენს მიერ შერჩეული სტილის მიხედვით და უზრუნველყოფენ მოედანს ყველა საჭირო საგნით, დაწყებული განათებებით, მუსიკალური მოწყობილობებით დამთავრებული.

  1. აუზი

დღესასწაული წყლის პირას ცხელ სეზონზე - არაჩვეულებრივი იდეაა. აუზი კი - ხელმისაწვდომი ფორმატია ასეთი ღონისძიებისთვის. მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორ ლამაზად შეგიძლიათ მორთოთ აუზი საქორწილო ცერემონიისთვის, მაგალითად, ტროპიკული კურორტის გარემოს შექმნით.

 

მოცურავე ფოთლები დღის მონაკვეთში და სხვადასხვა კომპოზიციები წყალში სანთლებით ღამით. ეს ნამდვილად ძალიან რომანტიკულია. ასეთი ტიპის ქორწილები, როგორც წესი ნაკლებად ფორმალურია, ამიტომ ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სტუმრებს შეუძლიათ გამოიცვალონ, ჩაიცვან რაიმე საზღვაო, მსუბუქი და საზაფხულო და გააგრძელონ დღესასწაული განსხვავებულ გარემოში, რომელიც განტვირთვით სავსე იქნება.

  1. საზღვაო კურორტი

უამრავი წყვილი ოცნებობს ქორწილზე საზღვარგარეთ, მაგალითად, რომელიმე ზღვის სანაპიროზე, რომელიმე ცნობილ ან და სულაც არაორდინალურ გარემოში. მაგრამ ასეთი ღონისძიების მოწყობა რამდენიმე ათეული სტუმრით ძალიან ხარჯიანი და რთულია ლოგისტიკის თვალსაზრისით. თუ თქვენ მხოლოდ ყველაზე ახლობლებს პატიჟებთ, ამ შემთხვევაში ასეთი ვარიანტიც განიხილება. 10 კაციანი ქორწილი საზღვარგარეთ, ვფიქრობთ იმაზე ძვირი არ იქნება, ვიდრე 50 კაციანი თქვენს ქალაქში.

 

პატარა ქორწილები, ისეთი გულისამაჩუყებელი, ნამდვილი და სიმყუდროვით სავსეა, რომ ყოველთვის ტოვებენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, როგორც სტუმრებზე, ასევე შეყვარებულ წყვილზე. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ იდეალური და ძალიან გულწრფელი ქორწილის ორგანიზება სავსებით შესაძლებელია, პირველ რიგში მხოლოდ საკუთარი თავის, სურვილებისა და ოცნებების გათვალისწინებით. აისრულეთ თქვენი ყველა სურვილი, გამოხატეთ ზრუნვა ყველა დაპატიჟებული სტუმრის მიმართ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ დეტალებსა და განწყობას, მაშინ თქვენი პატარა დღესასწაული აუცილებლად დიდი და ნათელი მოგონება გახდება ყველასთვის, ვინც მასში მონაწილეობდა


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый