Добавление компании

ყველაფერი მინიმალისტური სტილის ქორწილზე

4358

გააზრებული მოთხოვნილება, რომლისკენაც ბოლო წლების მანძილზე მიილტვის კაცობრიობა, გამოიწვია მინიმალისტური სტილის აყვავება. მას აქტიურად იყენებენ ინტერიერის დიზაინერები, მოდელიერები, არქიტექტორები. სავსებით ლოგიკურია, რომ მინიმალისტური სტილის ქორწილები ასევე ტრენდშია და უკვე არა ერთი სეზონი. პანდემიამ და მისმა შედეგებმა კი, კიდევ უფრო გაამყარა მინიმალისტური სტილის ადგილი, თანამედროვეობაში.

გსურთ გაეცნოთ მინიმალისტურ სტილს? ჩვენ მოგიყვებით ყველაფერს ფერების, კონცეფციის, ნეფისა და დედოფლის სტილზე, დეკორსა და მენიუს შესახებ minimal სტილში.

მოედანი

როდესაც არჩევთ მოედანს, სადაც ჩატარდება თქვენი მინიმალისტური სტილის ქორწილი, ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას, რომელიც თავიდანვე მოუხდება ამ კონკრეტულ სტილს. საერთოდაც არ არის აუცილებელი მხედველობაში იქონიოთ მხოლოდ თეთრი კედლები და ლოფტი პანორამული ფანჯრებით. მინიმალისტური სტილის ქორწილის ჩატარება შესაძლებელია ღია ტერასაზე და ბუნებაშიც.

მწვანე არაჩვეულებრივი ფონი იქნება minimal სტილისთვის. მთავარი პირობა - ბევრი სინათლე, მთლიანი, დიდი ფანჯრები, დიდი სივრცე, ღია ინტერიერი, სადა დეტალები და დეკორი. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, გამოიყენეთ ბუნებრივი განათება. საღამო ხანს კი გამოიყენეთ სანთლები, გირლიანდები პატარა ნათურებით და სანათები მდუმარე განათებით.

ფერთა გამა

მინიმალისტური სტილი მხოლოდ თეთრ ფერს არ მოიაზრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ამ სტილის ძირითად ფერად გვევლინება. თეთრი ფერის ჩანაცვლება შეგიძლიათ კრემისფერით და სპილოს ძვლისფერით. მინიმალისტური სტილის კლასიკური თეთრისა და შავის შეხამება წაუგებელი ვარიანტია. თუ მონოქრომი თქვენთვის არ არის საკმარისი, შეგიძლიათ საქორწილო პალიტრას კიდევ 2-3 ფერი შემატოთ.

უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ფერებს: მწვანე, ხაკისფერი, სერი, ყავისფერი, ბეჟი. მოცემული ფერები არაჩვეულებრივად ეწერებიან მდუმარე სტილში. კეთილშობილი, ღრმა ფერები: მუქი ლურჯი, ბორდო, ღვინისფერი, ზურმუხტისფერი, გრაფიტი, მდოგვისფერი, შოკოლადი, ქლიავისფერი. ასევე თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ პასტელური ფერები, ისინი დეკორს ჰაეროვანსა და უნაკლოს გახდის: ღია ცისფერი და ვარდისფერი, ლიმონისფერი, ატმისფერი, ღია მწვანე და იასამნისფერი.

დეკორი

ლაკონურობა და უბრალოება - მინიმალისტური სტილის ქორწილის ფუძე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ტოტალურ ეკონომიას და გაფორმების არ ქონას. დეტალები მინიმალურ სტილში ძალიან მნიშვნელოვანია, აქ არ არის შემთხვევითი აქცენტები, ყველაფერი გათვლილია წვრილმანებამდე და ერთიანდება ერთ მთლიან - უბრალო, მაგრამ ძალიან დახვეწილ სურათად.

მინიმალისტური დეკორი არავითარ შემთხვევაში არ აღარიბებს საქორწილო კონცეფციას, არამედ პირიქით ხდის მას, მეტად ელეგანტურსა და მოხდენილს. მინიმალისტურ გაფორმებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვისგან, ბეტონისგან, შუშისგან, მეტალისგან ან ხისგან დამზადებული დეტალები. ბუნებრივი მასალები გამოდგება რუსტიკალური ქორწილისთვის მინიმალისტურ სტილში, მეტად ბრუტალური ფაქტურები - ურბანისტიკური საქორწილო თემატიკისთვის, ოქრო და ქრომი, რომლებიც მატებენ გლამურულ ელფერს.

ფლორისტიკა

მინიმალისტური გაფორმება გულისხმობს გამწვანების სიმრავლეს: პატარა ყლორტები, მასიური ფოთლები, მწვანე გირლიანდები და რანერები მაგიდებზე, მოცულობითი ჩამოსაკიდი დეტალები. არ არის აუცილებელი ყვავილებზე უარის თქმა, მთავარია - დაიცვათ ლაკონურობის წესები და არ გადატვირთოთ ფლორისტიკა მრავალი სხვადასხვა ფერებით.

თეთრი ყვავილები უკონკურენტოა, მაგრამ მკვეთრი და ფერადი ტონებიც დასაშვებია, ისინი ყურადღებას იქცევენ ქორწილის მნიშვნელოვან დეტალებზე. სუკულენტები და მშრალი ყვავილები მინიმალისტურ სტილში იდეალურად ჯდება. სწორი გამოყენების შემთხვევაში რბილი ნემსები და ქოთნის მცენარეებიც შესანიშნავი არჩევანი იქნება.

პატარძლის თაიგული - უმჯობესია იყოს პატარა ზომის, რომელიც ერთნაირი ყვავილებისგან იქნება შედგენილი ან და, სხვა და სხვა, მაგრამ ერთი ფერის. სიმწვანის სიჭარბე მისასალმებელია, თაიგულის შედგენა სულაც სხვა და სხვა ფოთლებისგან შეგიძლიათ.

როგორც საქორწილო თაიგული, ვიზუალურად ძალიან ლამაზი იქნება ერთი დიდი ყვავილი პატარძლის ხელში: პიონი, ქრიზანტემა, გერბერა, ჰელიანტუსი (მზესუმზირა), პროთეა. მშრალი ყვავილები, ველური ყვავილები და სუკულენტები ასევე შესანიშნავად ეწერებიან მინიმალისტური სტილის ესთეტიკაში.

პოლიგრაფია

საქორწილო მოსაწვევები და სხვა პოლიგრაფია minimal სტილში, იზიდავს მისი უბრალოებით. არანაირი გაფორმება ბაბთების, მაქმანის და სტრაზების გამოყენებით, არანაირი ფერთა სიმრავლე და სიჭრელე. მაღალხარისხიანი ქაღალდის ფაქტურა, კალიგრაფია, ლეთთერინგი, მონოგრამები და თავისი ლაკონურობით სრულყოფილი დიზაინი.

დრეს-კოდი

ნეფემ საქორწილო სამოსისთვის უმჯობესია შეარჩიოს ელეგანტური სმოკინგი ან ერთტონიანი კოსტიუმი ყოველგვარი პრეტენზიული გაფორმებისა და პრინტის გარეშე. პატარძლის კაბა არ უნდა იყოს მასიური და ძალიან მდიდრული, მინიმალური დეკორი, უბრალო ზედაპირი, მოხდენილი სილუეტი: სამკაულებიც სასურველია იყოს ნაზი და მინიმალისტური, რომ არ იქცევდნენ დიდ ყურადღებას. ვარცხნილობაც სასურველია შეარჩიოთ ოდნავ დაუდევარი და მარტივი: მსუბუქად დახვეული თმა, კუდი, კოსა. ბუნებრივი მაკიაჟი, ნუდ-სტილში შეეფერება არა მხოლოდ minimal სტილს, არამედ მოდურ ტენდენციებსაც. ამიტომ, დაივიწყეთ შავი smokey eyes და სქელი ტექსტურები.

არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობოთ დრეს-კოდის შესახებ სტუმრებს, უმჯობესია ეს მოსაწვევებში აღნიშნოთ. მრავალფეროვანი პერანგები და კაბები, თქვენი მინიმალისტური ქორწილის სტილს თითქმის ნულამდე დაიყვანს. ერთტონიანი ან მსგავსი ფერის კაბები ქალბატონებისთვის, შავი კოსტიუმები და თეთრი პერანგები - მამაკაცებისთვის. ასე სურათი იქნება იდეალური.

მენიუ და ტორტი

როგორც წესი, ძირითადი აქცენტი კერძების ლამაზსა და დახვეწილ სერვირებაზე კეთდება, სტუმრებს შეუძლიათ შეარჩიონ მენიუ წინასწარ შეთავაზებული ასორტიმენტიდან. ეს ძალიან სარგებლიანია წყვილისთვის, რადგან შესაძლოა იყოს ბევრად ნაკლები კერძები, რაც შესაბამისად თანხის დაზოგვის კარგი საშუალებაა, ვიდრე ტრადიციული ბანკეტის გადახდისას.

ქორწილის მთავარი დესერტი მინიმალისტურ სტილში ასევე ლაკონურია, როგორც სხვა დანარჩენი. გასაგები გეომეტრიული ფორმები, პრაქტიკულად არ აქვთ გაფორმება, რაც შეეხება ფერს, აქ შეგძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. თეთრი - არ არის ერთადერთი ვარიანტი. განსხვავებული ტოპერი შესაძლოა ტორტის მთავარი დეტალი გახდეს, მაგრამ ის უნდა იყოს სადა და დახვეწილი, ეხამებოდეს თემატიკას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პრეტენზიული.

მინიმალიზმის უპირატესობები

ეს სტილი სრულიად კანონზომიერად სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. გააზრებული მოხმარება, გაწონასწორება, გარემოზე ზრუნვა, დეტალებზე ორიენტირება, ინდივიდუალიზმის ხაზგასმა და დღესასწაულის ჰარმონიულობაზე აქცენტირება - აი ეს არის, ის ფუნდამენტური პრინციპები, რის გამოც უყვართ მინიმალიზმი.

ყურადღება მიანიჭეთ ხარისხს და არა რაოდენობას, ყველა დეტალს მიუდექით რაციონალურად. მაშინ მინიმალისტური სტილის ქორწილი უფრო ბიუჯეტური იქნება, ვიდრე ტრადიციული.

ყოველ დეტალს მინიმალიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა და ხასიათის მატარებელია - ტემპერამენტი, გემოვნება, წყვილის სტილი. ზედმეტობა - თქვენი მთავარი მტერია, უნიკალურობა კი არაჩვეულებრივი ესთეტიკა, დახვეწილობა, სისადავე და სრულყოფილება - რისკენაც უნდა მიილტვოდეთ დღესასწაულის დაგეგმვისას. დასახმარებლად მიმართეთ პროფესიონალებს, დაე თქვენი ქორწილი ყველას დაამახსოვრდეს , როგორც განსაკუთრებული.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый