Добавление компании

10 ოქროს წესი საქორწილო ხარჯების დასაზოგად

38943

ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი  დღეა წყვილის ცხოვრებაში, ამიტომაც , ბევრი მათგანი არაფერს იშურებს ამ დღის  გრანდიოზულად აღსანიშნავად.  გარდა შინაგანი მღელვარებისა,  წინასაქორწილო სამზადისი და უშუალოდ ქორწილის  დღე მნიშვნელოვანად აისახება წყვილის ბიუჯეტზეც. თუ იმ შემთხვევებს არ ჩავთვლით, როცა სტუმრებს რესტორანში ადგილის დასაკავებლად წინასწარ ეგზავნებათ  საბანკო ანგარიში. 

 

ქორწილის აღნიშვნა, იქნება ის პომპეზური თუ სადა, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც  კარგი იქნება თუ ფინანსურ მრჩეველს ვიხმობთ. მისი დახმარებით მარტივად გავერკვევით  რამდენად შეესაბამება ჩვენი საქორწილო სურვილები ჩვენსავე ფინანსურ შესაძლებლობებს. თუ ფინანსური მრჩევლის დახმარებაზე უარს იტყვით, თავად მოგიწევთ ხარჯთაღრიცხვის წარმოება.

 

ხარჯების გაწერისას  ყველა დეტალი  მნიშვენლოვანია. დაწყებული სეზონის სწორად შერჩევით,  სტუმრების რაოდენობითა და ტორტის ზომით გაგრძელებული. ამასთან, გასათვალსიწინებელია Make –up არტისტის, ფოტოგრაფის, ვიდეოგრაფისა და მუსიკოსის მომსახურების ფასებიც.

 

 

 

ჩვენ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ საქორწილო ხარჯთაღრიცვის ეფექტურად საწარმოებლად:

 

  • გადაამოწმეთ პირადი და თქვენი პარტნიორის დანაზოგი. თუ დანაზოგი არასაკმარისი აღმოჩნდა, ერთად გადაწყვიტეთ დაახლოებით რა რაოდენობის სესხის გადახდას შეძლებთ. ფინანსური რესურსების გათვლისას რეალური მოლოდინები იქონიეთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწილის დღის ხარჯების გადაფარვას წლებს შეალევთ;

 

  • ხელის მოწერა და ქორწილი ერთ სივრცეში აღნიშნეთ. ბევრად იაფი დაგიჯდებათ ;  

 

  • უსაშველოდ არ გაწელოთ სტუმრების სია;

 

  • დასაპატიჟებელი სტუმრების რაოდენობის მიხედვით შეარჩიეთ საქორწილო ლოკაცია. ღია სივრცე ბევრად იაფია, ვიდრე სასტუმროს ან კერძო საქორწილო დარბაზის ქირაობა; 

 

  • დაზოგეთ ფული გაფორმებაზე. დეკორად გამოიყენეთ  ყვავილები და ფოთლები;

 

  • შეუკვეთეთ მზა მოსაწვევები, ეს უფრო  ბიუჯეტურია, ვიდრე თქვენი დიზაინით ახალი მოსაწვევის შექმნა;
  • მენიუს  შერჩევაც მნიშვნელოვანია. აქცენტი გააკეთეთ კერძების მრავალფეროვნებაზე რაოდენობის ნაცვლად. სწორად გამოთვალეთ  კერძების პროპორციებიც;  
  • უარი თქვით უზარმაზარ ტორტზე. შეგიძლიათ მცირე ზომის, მაგრამ ორიგინალური გაფორმების მქონე ტორტი შეუკვეთოთ;  
  • შეადარეთ ფოტოგრაფების მომსახურების ფასები ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთის ხელმისაწვდომი ვარიანტი;  
  • დაარედაქტირეთ სტუმრების სია, იმ შემთხვევაში თუ ხვდებით რომ ხარჯებს ვეღარ აუხვალთ .

 

 

ქორწილის  დღე  დაუვიწყარი  უნდა გახდეს არა სიდიდითა და მასშტაბურობით, არამედ  დადებითი  ემოციებით .

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый