მთავრობის მიერ, პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებსა და რეგულაციებს აპროტესტებენ პატარძლები, ივენთ მენეჯერები და გასართობი ცენტრების წარმომადგენლები. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და საპოროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მიმართეს პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარონ, რათა ამ რთულ ვითარებაში თავის გადარჩენა შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა.
Наиболее читаемый
Комментарии