Добавление компании

დახურულ სივრცეში ქორწილები კვლავ იზღუდება!

23599

სადღესასწაულო და სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეკრებები კვლავ შეიზღუდა.

 

„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის შემთხვევებმა. ამიტომ დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს. ღია სივრცის შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები იქნება მიღებული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე.

 

დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა – იზღუდება სტუმრების რაოდენობაც. ღია სივრცეში, ერთ მაგიდაზე არაუმეტეს 12 ადამიანისა, ხოლო დახურულში 6 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი.  ქორწილის ან ქელეხის გამართვის შემთხვევაში, ღია სივრცეში მაქსიმუმ 200 კაცის განთავსებაა დაშვებული. მკაცრდება მონიტორინგიც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული სიმკაცრით გააკონტროლებს.

 

ობიექტი, რომელიც გეგმავს რეგულაციებთან შეუსაბამო ღონიძიებას, მიიღებს გაფრთხილებას. ხოლო გამართვის შემთხვევაში დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში კი დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

 


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый