Добавление компании

რომელი სიტყვები და წინადადებები უნდა ვიცოდეთ საქორწინო მოგზაურობაში ყოფნის დროს?

9532

საქორწინო მოგზაურობა წყვილების ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. არსებობს უამრავი წვრილმანი, რომელიც მოგზაურობის დაგეგმვის დროს არის გასათვალისწინებელი. რა საკვირველია, თაფლობის თვე ერთმანეთით ტკბობის პერიოდია, თუმცა, ის ადგილები, რომლის მონახულებასაც ერთად აპირებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

სასტუმროში მომსახურე პერსონალთან კომუნიკაციის, უცხო ქვეყნის ქუჩებში სეირნობის, ქალაქის საუკეთესო კაფისა და მაღაზიების მოძებნის, თუ ტრანსპორტის მიმართულებების გარკვევის დროს, მნივნელოვანია ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა. ამისათვის საკმარისია ე.წ საერთაშორისო ენიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვისა თუ წინადადების დამახსოვრება. გადავწყვიტეთ,სწორედ ამ თემაზე გაგვეკეთებინა სტატია და პირველ ქართულ ონლაინ ლექსიკონთან - Translate.ge-სთან თანამშრომლობით წყვილებისთვის შევადგინეთ ქართულ-ინგლისური „გზამკვლევი თაფლობისთვისათვის“ .

                                                          

გთავაზობთ 20 ფრაზას, რომელიც საქორწინო მოგზაურობაში აუცილებლად დაგჭირდებათ!

 

  1. გამარჯობა - hello
  2. მე მქვია ... – my name is
  3. თქვენი სახელი? – what is your name?
  4. მადლობა - thank you
  5. ნახვამდის - bye / good bye
  6. უკაცრავად - excuse me
  7. ჩვენ თაფლობის თვე გვაქვს - we are on our honeymoon
  8. შეგიძლიათ დამეხმაროთ? – can you help me ?
  9. როდის დავეშვებით? – when do we land?
  10. ბარგი - luggage
  11. როგორ მივიდე … ? – how do I go to … ?
  12. ნომერი გვაქვს დაჯავშნილი - we have booked a room
  13. ორადგილიანი ნომერი გვჭირდება - we need a double room
  14. სად არის ავტობუსის გაჩერება ? – where is the bus stop?
  15. რომელი ავტობუსი მიდის ქალაქის ცენტრში? – which bus goes to the city center ?
  16. რა ღირს ? – how much does it cost?
  17. მუზეუმი - a museum
  18. სავაჭრო ცენტრი - shopping mall
  19. რესტორანი - restaurant
  20. შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ? – can you take a picture for us?

                                          

 

ბედნიერ თავგადასავლებს გისურვებთ!

 

 

ავტორი: ელენე გაბელაშვილი


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6790

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5241

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый