Добавление компании

როგორ გავაოცოთ სიძე ქორწილის დღეს - 10 შესანიშნავი იდეა საჩუქრის შესარჩევად

933

თქვენი ქორწილის დღე ჰორიზონტზეა და როგორც თქვენ ელოდებით პარტნიორისგან რაიმე საინტერესოს, ასევე თქვენც ემზადებით, რომ სასიამოვნდ გააოცოთ იგი. საჩუქრის შერჩევა ძალიან ფრთხილი პროცესია, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენოთ, თუ რამდენად ზრუნავთ მასზე გააზრებული “ნოტებით”. შეეცადეთ შეარჩიოთ პერსონალური საჩუქარი მისთვის, რომელსაც გამოიყენებს ქორწილის დროს, თაფლობის თვეში, თანაცხოვრების პერიოდში და სიამოვნებას მიანიჭებს მას. თუ გსურთ სასიამოვნოდ გააოცოთ თქვენი მამაკაცი ქორწილის დღეს, გთავაზობთ იდეების ჩამონათვალს სიძისთვის საჩუქრის შესარჩევად.

 

 

1. დაფიქრდით თქვენი რჩეულის ჰობიზე და შეეცადეთ თქვენი შერჩეული საჩუქარი პასუხობდეს მას. მაგალითად, თუ ის ფეხბურთზე გიჟდება შეგიძლიათ შეიძინოთ სეზონური ბილეთი, რომ ნახოს მისი საყვარელი გუნდის თამაში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მისი საყვარელი მუსიკალური შემსრულებლის, ბენდის თუ ჯგუფის კონცერტის ბილეთი.

 

2. სავარაუდოდ თქვენი პარტნიორი საკმაოდ ბევრს ინერვიულებს ცერემონიალის დაწყებამდე, გირჩევთ გაუგზავნოთ ბოთლი ვისკი და სიგარა, რომ შეძლოს ხელისმომკიდეებთან ერთად “განიქარვოს” წინა საქორწილო მღელვარება. საჩუქარს აუცილებლად დაურთეთ ხელნაწერი წერილი, შინაარსით თუ როგორ სულმოუთქმელად ელოდებით მასთან შეხვედრას... მეტი რომანტიულობითვის წერილს შეასხურეთ თქვენი პარფიუმი.

 

3. აჩუქეთ სწორად შეარჩეული პარფიუმი. შეეცადეთ ეს (აუცილებლად ახალი) არომატი იყოს დახვეწილი, კლასიკური, სახასიათო, რომელიც მისთვის ყოველთვის უნდა ასოცირდებოდეს ამ სიმბოლურ თარიღთან.

 

4. უსახსოვრეთ საათი. შეეცადეთ აარჩიოთ უნივერსალური მოდელი, რომელსაც ატარებს, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე ყოველდღიურად.  

 

გთავაზობთ საათების კლასიფიკაციას.  

 

 

მაღალი კლასის საათებია: AUDEMARS PIGUET, A.LANGE & SOHNE, BREGUET, JAEGER-LECOULTRE, Patek Philippe, Vacheron Constantin.

 

ლუქს კლასის საათებია: OMEGA, BREITLING, ROLEX, CHOPARD, PIAGET, EBERHARD & CO, Glashutte, ZENITH, HUBLOT, IWC, Jaquet Droz, PANERAI, MONTBLANC.

 

პრემიუმ კლასის საათებია: LONGINES, BAUME & MERCIER, HEUER CARRERA, RADO, MAURICE LACROIX, ORIS, PERRELET, FREDERIQUE CONSTANT, RAYMOND WEIL, MOVADO.

 

PREMIUM FASHION კლასის საათებია: CHANEL, CARTIER, CHRISTIAN DIOR, CHAUMET, HERMES, LOUIS VUITTON, VERSACE, CALVIN KLEIN, CERRUTI 1881, ARMANI, Dolce & Gabbana, GIANFRANCO FERRE, GIVENCHY, GUCCI, GUESS.

 

საშუალო კლასის საათები: AUGUSTE REYMOND, BALMAIN,  Alpina, TISSOT, CANDINO, VICTORINOX, LUMINOX, CASIO, SWATCH, BUTTON.

 

 

5. თუ თქვენი მეორე ნახევარი მწეველია და ალკოჰოლის “მოყვარულია” შეგიძლიათ შეიძინოთ მათარა (ე.წ. “FLASK”) და პორტ სიგარა, გაუკეთოთ ინდივიდუალური გრავირება, სასურველი ტექტსით ან წარწერით და ამ ჟესტით მიანიჭოთ მას უნიკალურობის განცდა.

 

6. მოუხმეთ კრეატიულობას! დაამზადებინეთ ან შეიძინეთ ორიგინალური წიგნაკი და შექმენით თქვენი ისტორია. ჩაამაგრეთ ყველა ერთობლივი ფოტოსურათი, დაათარიღეთ, გააკეთეთ პატარა ჩანაწერები. რაც მათავარია იყავით მაქსიმალურად გულწრფელები. მერწმუნეთ სიძისთვის ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იქნება თქვენი საჩუქარი.

 

7. ისევე როგორც ქალებს, მამაკაცებსაც სჭირდებათ ზრუნვა თავიანთ გარეგნობაზე. თუ თქვენი მეორე ნახევარი ლამბერსექსუალურია აქ საქმე გაცილებით მარტივად გვაქვს. აჩუქეთ მას Barber Shop - ის ულიმიტო აბონიმენტი,  წვერისა და თმის მოვლის საშუალებები. როგორც წესი, ბარბერ შოპის კონცეფცია სცდება სილამაზის სალონის ძირითად იდეას. თქვენი რჩეული შეძლებს როგორც საკუთარი თავის მოწესრიგებას, ასევე დროის შესანიშნავად გატარებას სასიამოვნო გარემოში.

 

8. თუ თქვენი რჩეული კულინარიის მოყვარულია, სიამოვნებას ანიჭებს სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება, შეგიძლიათ აჩუქოთ პერსონალურად მისთვის გრავირებული ხის დაფა და დანების ნაკრები ხორცის დასამუშავებლად. 

 

9. თუ თქვენი მომავალი მეუღლე მოგზაურობის მოყვარულია რა იქნება მისთვის საუკეთესო საჩუქარი თუ არა პროფესიონალი ფოტოაპარატი. 

 

10. ამბობენ, კარგი ხარისხის ტყავი ასაკთან ერთად უკეთესი ხდებაო. შეგიძლიათ მეუღლეს აჩუქოთ ტყავის ნივთები: საფულე, ქამარი, ჩანთა, ქურთუკი ან სამოგზაურო ჩემოდანი და დააკვირდეთ რომელი მათგანი უკეთ გაუძლებს დროის გამოცდას. აქვე  გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა ნატურალური ტყავის არჩევისას.

  • ნამდვილ ტყავს აქვს მძაფრი, სპეციფიური, მკვეთრი სუნი, რომელიც მისი რეალური ინდიკატორია.ყალბს ქიმიური სუნი აქვს.
     

  • ტყავი შეიძლება იყოს უხეში ან გლუვი, რაც დამოკიდებულია მის ხარისხზე და ტიპზე. უმაღლესი ხარისხის ტყავს აქვს კარგი ელასტიურობა და სტრუქტურა. ყალბი ფაქტურისგან განსხვავებით, გადაკეცვისას ნამდვილ ტყავს აქვს ბუნებრვი ნაოჭები და ფერი ეცვლება, როდესაც უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას მასზე კვალი არ რჩება. ხელით შეხებისას ზედაპირი უნდა იყოს ხაოიანი. თუ ის მეტად გლუვი ან პრიალაა, სავარაუდოდ ყალბია.
     

  • პროდუქტის კუთხეები მისი ავთენტურობის მაჩვენებელია. ბუნებრივი ტყავი მის შემცვლელზე უფრო სქელია. მას მომრგვალებული და უხეში კუთხეები აქვს.ნამდვილი ტყავის კიდეები არ იშლება.
     

  • დააკვირდით ტყავის ზედაპირს, მისი სტრუქტურა არ უნდა იყოს ერთგვაროვანი. მის ზედაპირზე შეინიშნება ფორები, რომლებიც არათანმიმდევრულად არის განლაგებული.
     

  • პროდუქტის წონა საყურადღებო არგუმენტია! ნატურალური ტყავი გაცილებით მძიმეა ხელოვნურ ტყავზე.
     

  • ნატურალური ტყავი იწოვს წყალს. საკმარისია რამოდენიმე წყლის წვეთი მოათავსოთ ზედაპირზე და დარწმუნდეთ თუ როგორ შთანთქავს ის მას.
     

  • და ბოლოს, ნამდვილი ტყავი ძალიან ძვირი ღირს და არასოდეს გაიყიდება დაბალ ფასად, რადგან მისი დამუშავება რთული და ხანგრძლივი პროცესია. ფრთხილად იყავით, როდესაც ფასდაკლებლი პროდუქტი ძალიან იაფია!
     

 

მასალის ავტორი: თამარ ლოჩოშვილი


Комментарии
Последние статьи
post-01

20/05/2020

2977

"მოდით ვაქციოთ ეს გამოწვევა შესაძლებლობად" - ივენთ-კომპანია "ლილაკის" არაორდინარული საქორწილო სტილი
post-01

14/05/2020

3253

"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა"
post-01

12/05/2020

4444

როგორი იქნებოდა ზღაპრის გმირების ცხოვრება, ზღაპარი ქორწილით რომ არ მთავრდებოდეს?
Наиболее читаемый
post-01

26/04/2020

13263

ქორწილი ველოსიპედების ესკორტით - ქართველი წყვილის ორიგინალური ჯვრისწერა კარანტინში
post-01

12/05/2020

4444

როგორი იქნებოდა ზღაპრის გმირების ცხოვრება, ზღაპარი ქორწილით რომ არ მთავრდებოდეს?
post-01

01/05/2020

4186

საქორწილო ტრადიციები, რომლებზეც შეგიძლიათ უარი თქვათ