Добавление компании

მოდით ვისაუბროთ დედამთილებზე, როგორ დავიცვათ თავი მათი შემოტევებისგან და შევინარჩუნოთ დადებითი ურთიერთობა

10573

დედამთილებისა და რძლების ურთიერთობა ძალზე აქტუალური საკითია, როგორც წესი მათთან ურთიერთობის წყობა ხან გასდის ახალ რძალს ხან კი არა და იწყება კონფლიქტები, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევბში და როგორ დავალაგოთ მათთან ურთიერთობა.

იმისათვის რომ ვეცადოთ დედამთილებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, პირველს რიგში უნდა გავერკვეთ იმაში თუ რა ტიპის დედამთილი გვყავს, რადგან დედამთილები შესაძლოა სხვადასხვა ტიპებად დავყოთ.

 

                                       

 

 

ეჭვიანი დედამთილები, რომლებიც ვერ ეგუებიან შვილის ცხოვრებაში სხვა ქალის არსებობას და მუდმივად ცდილობენ კონკურენცია გაგიწიონ ყველა საკითხში, მუდმივად ითხოვენ შვილისაგან გადამეტებულ ყურადღებას, ასეთ დროს თქვენ პირდაპირ არ უნდა დაუპირსიპირდეთ მას არამედ ჩუმად უნდა ეცადოთ მის დამშვიდებასა და ურთიერთობის დალაგებას.

საჭირო დედამთილები, ესენი არიან ადამიანები რომელთა გვერდში დგომა ნამდვილად დაგჭირდებათ, მათთვის უცხო არ არის ახლად შექმნილ ოჯახში წვეულებები, მეგობრების შეკრებები, ამიტომ მას თავისუფლად შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი გადაწყვეტილება და მისი იმედი უნდა გქონდეთ, ასეთი ტიპის დედამთილებთან ურთიერთობის დალაგება რთული ნამდვილად არ არის, პირიქით ისინი მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ.

დედამთილი, რომელმაც ყველაფერი იცის, ესენი არიან დედამთილის ტიპები, რომლებიც ნამდვილად თამაშობენ თქვენს ნერვებზე რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი იციან ბავშვებზე, სახლზე, თქვენს პირად საქმეზე განუწყვეტლივ თავს გახვევენ თავის იდეებსა და აზრებს ამ დროს აუცილებელია დედამთილებს ზრდილობის ფარგლებსი მოუწოდოთ ზღვარი დაიცვან.

დედამთილი კონტროლიორი ესენი გავნან კიდეც ყოვლისმცოდნე დედამთილებს, მათ შეიძლება გაჩუქონ უამრავი რამ სახლი მანქანა და.ა.შ, თუმცა ამის სანაცვლოდ თქვენგან დღის განრიგის ჩაბარებასაც კი მოითხოვენ, რათა საქმის კურსში იყვნენ თქვენს მიერ გადადგული ყოველი ნაბიჯისა, ამიტომ თავიდანვე ნუ მოიხიბლებით მისი საჩუქრებით და ნუ მისცემთ მასა თქვენი გაკონტროლების უფლებას აგრძნობინეთ რომ თქვენ თქვენი პირადი ცხოვრება გაქვთ და მისი შვილიც უკვე დიდი ხანია გაიზარდა.

დედამთილი რომელიც მუდმივად განგსჯით, ესენი არიან ადამიანები რომელთაც თავი მუდმივად თქვენზე მაღლა მდგომად მიაჩნიათ არ აღიარებს თქვენს პიროვნებას და ცდილობს მუდმივად დაგამციროთ, ამის მოთმენა საჭირო არ არის ამ დროს საუკეთესო გამოსავალი თქვენს მეორე ნახევართან გულახდილი საუბარია, რათა აუხსნათ მას სიტუაცია და მოახერხოთ დედამთილის ამბიციების შეჩერება.

რა თქმა უნდა აარსებობენ დედამთილები, რომლებიც არიან თქვენი მეგობრები, რომელთა იმედიც სულ შეიძლება გქონდეთ, რომელბიც პატივს სცემენ თქვენს პიროვნებას და არიან სწორი ინტელექტისა და შეგნების მქონე ადამიანები, უბრალოდ ამ სტატიაში ვსაუბრობთ ისეთი ტიპის დედამთილებზე, რომელთანაც ურთიერთობის დამყარება არც თუ ისე მარტივია.

ზოგადად გვახსოვდეს, რომ გულახდილი საუბრები ყოველთვის კარგი გამოსავალია, ამასთანავე ეცადეთ იყოთ გაწონასწორებულები ძალიან მსიდად მიუთითეთ დედამთილებს საკუთარი ადგილი და მოუწოდეთ მათ დაიცვან თავიანთი საზღვრები, აგრძნობინეთ მათ რომ მის შვილსა და თქვენ საკუთარი ოჯახი გაქვთ, რომ თქვენი მეუღლე უკვე პატარა არ არის და მის გარეშე მარტივად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, დამიჯერეთ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый