Добавление компании

როგორია საქორწილო მაკიაჟის მიმდინარე ტენდენცია და რა Beauty თუ სხვა ნივთები უნდა ჰქონდეს თან თანამედროვე ქორწილის, ყველა პატარძალს.

2095

მაკიაჟი პატარძლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითია, რომლის ხარსხზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაკიაჟის სტილი უნდა შერიჩეს კაბის, პატარძლის ვიზუალის, ზოგადი ტრენდების და კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ 2020 წლის საქორწილო მაკიაჟის ტრენდებს, რომელიც ყველა მომავალმა პატარძალმა უნდა იცოდეს.

 

 

როგორ საქორწილო მაკიაჟს გვირჩევენ სტილისტები ახალ სეზონში?

- ბუნებრიობა მოდის ინდუსტრიაში წამყვანი პოზიციის დაკავებას კვლავაც განაგრძობს. დიზაინერები 2020 წელს აგრძელებენ Nude-ტრენდის აქტიურად გამოყენებას მათ ჩვენებებში. ასეთი ლუქის განსახორციელებლად, კოსმეტიკური საშუალებების მინიმალური რაოდენობაა საჭირო: წამწამების ტუში, ტუჩის, ყვირმლებისა და ქუთუთოების ტინტ-ტუჩსაცხი 3-1-ში, აუცილებლად პასტელურ, ღია, მსუბუქ ფერებში, ნახევრად გამჭირვალე ტუჩის თხევადი, ოდნავ მბზინავი საცხი. ასეთი მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი - სრულყოფილი სახის ფერია. მისი მთავარი მახასიათებელი - მკაფიო ხაზების, ანუ კონტურინგის ნაკლებობაა, რაც ბოლო რამდენიმე წელია, სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვხვდება ახალ ტენდენციებში. მოცემულ მაკიაჟს შეესაბამება, მაქსიმალურად ბუნებრივი წარბები, თითქოს და თქვენ არც კი გამოგიყენებიათ მათზე რაიმე კოსმეტიკური საშულება. სველი ტუჩების ეფექტი, სრულიად გამჭირვალე, მსუბუქი სიპრიალითა და მბზინვარებით, მატებს ტუჩის მოცულობას. თუმცა თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ცოტა გაამკვეთროთ ფერი - ატმის, გარგლის ან კარამელის ტონებით.

 

 

- რა სახის ბიუტი-პროდუქტები უნდა ჰქონდეს ხელთ პატარძალს, ქორწილის დღეს?

- დამატენიანებელი, მბზინავი ტუჩსაცხი, სმარტფონის უსადენო ყურსასმენები და დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე (კორონავირუსული ინფექციის გავრცელება) ხელის ანტისეფტიკი.

 

 

- შესაფერისია თუ არა წითელი ტუჩსაცხი ქორწილისთვის?

- მიუხედავად Nude-სტილისა, წითელი ტუჩსაცხი არის და იქნება კლასიკა, რომელიც იცოცხლებს სამუდამოდ. თუ თქვენ უპირატესობას წითელ ტუჩსაცხს მიანიჭებთ, გახსოვდეთ, ამ შემთხვევაში აქცენტი მხოლოდ ტუჩზე კეთდება, არავითარ შემთხვევაში არ გადატვირთოთ თვალები, რათა მაკიაჟი არ გამოიყურებოდეს გადატვირთულად - დაიცავით ბალანსი.

 

 

- როგორი მაკიაჟი უნდა შეარჩიონ პატარძლის მეჯვარეებმა/მოწმეებმა?

- მოწმეების/მეჯვარეების ერთნაირი კაბები - ყველა პატარძლის პირადი არჩევანია. თუმცა, დღესდღეობით წყვილები თავად ქმნიან საქორწილო კონცეფციას, ამიტომ მოსაწვევებში ხშირად აქვთ ინფორმაცია დრეს-კოდის შესახებ, ამა თუ იმ ფერის გამაზე ტანისამოსში და ა.შ. აქედან გამომდინარე, მაკიაჟი უნდა შეირჩეს კაბის ფერიდან გამომდინარე.

 

 

მასალის ავტორი ნინო ცქვიტინიძე

 


Комментарии
Последние статьи
post-01

03/04/2020

76

რა განსხვავებაა ქორწილის ორგანიზატორს, კოორდინატორსა და სტილისტს შორის
post-01

03/04/2020

3148

პირველი ონლაინ ქორწილი - ყაზახმა წყვილმა თვითიზოლაციისას იქორწინა
post-01

03/04/2020

80

როგორ შევარჩიოთ ფერები ქორწილის გასაფორმებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
Наиболее читаемый
post-01

17/03/2020

25482

როგორ იპოვა პაატა იმნაძემ 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული
post-01

12/03/2020

9683

როგორი საქორწილო კაბა შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
post-01

12/03/2020

9089

კორონა ვირუსის გამო, შესაძლოა საქართველოში ქორწილების გადახდა დროებით აიკრძალოს