Добавление компании

Wedder.ge-ს და "Sister's Flower Shop"-ის სარვამარტო კამპანია "ბედნიერი თარიღების კალენდრის" წყვილებისთვის

5438

2020 წლის გაზაფხული, უჩვეულოდ თბილი ამინდებით დაიწყო, რამაც სეზონს და მარტის დღესასწაულებს კიდევ უფრო ხალისიანი და ფერადი განწყობა შეჰმატა. თუმცა სადღესასწაულო განწყობების შექმნაში, სხვა უამრავ კომპანიასთან ერთად, wedder.ge-მაც ხალისიანი და ფერადი წვლილი შეიტანა.

 

მკითხველისთვის ალბათ უკვე ცნობილია, რომ wedder.ge-ს პლატფორმაზე არსებობს "ბედნიერი თარიღების კალენდარი" შემხსენებლის ფუნქციით, რომელიც წყვილებს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბედნიერ თარიღებს(გაცნობის დღე, ნიშნობის დღე,  ახსენებს და საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების დაგეგმვაში ეხმარება.

 

8 მარტი ყველა ქალბატონისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სადღესასწაულო თარიღია, რომელიც მის ქალურობას და მშვენიერებას მიემართება. მათ შორის ჩვენი კალენდრის მომხმარებლებისთვისაც. ყველა ქალი ელოდება რაღაც განსაკუთრებულს საყვარელი ადამიანისგან, ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან და ბოლო დროს დამსაქმებელი კომპანიისგანაც კი. სწორედ მათი მნიშვნელობის ხაზგასასმელად და გასახარებლად, პარტნიორ კომპანია "Sister's Flower Shop"-თან ერთად, რომელიც კამპანიაში სიხარულით ჩაერთო, გადავწყვიტეთ ჩუმად დავკავშირებოდით ამ ახალგაზრდა ქალბატონების მეუღლეებს და მათთვის სპეციალურად შექმნილი, ფერადი და სიმბოლური თაიგულები გადაგვეცა.

 

ასე აღმოჩნდა "ბედნიერი თარიღების კალენდრის" რეგისტრირებულ, ახალ-დაქორწინებულ 80-მდე ქალბატონთან Wedder.ge-ს და "Sister's Flower Shop"ის თაიგულები, რომლებსაც Wedder.ge-ს და Sister's Flower Shop"-ის გუნდი სპეციალურად წყვილებისთვის, მთელი ღამის განმავლობაში ქმნიდა. მათი გაოცებული მეუღლეების სახეები, შეგიძლიათ იხილოთ გალერეაში:

 

"Sister's Flower Shop"-ის ულამაზესი თაიგულები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ: "Sister's Flower Shop"


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый