Добавление компании

თუ თქვენ ფრანგულ ქორწილზე ოცნებობთ - როგორ უნდა დავგეგმოთ ქორწილი "Provence"-ს სტილში

6797

წარმოიდგინეთ გაუთავებელი ზურმუხტისფერი ვენახები, ლავანდის ხეობები, მოვერცხლისფრო ზეთისხილის ბაღები, კიპარისები, უღრუბლო ცისფერი ცა, ციცაბო კლდეები, ლურჯი ზღვა რომლის ქვეშაც მიედინება სამხრეთ საფრანგეთის აუჩქარებელი ცხოვრება - ეს ყველაფერი შთაგონებას მოგცემთ თქვენი ქორწილის, პროვანეს სტილის შესაქმნელად, რომლის უდავო ატრიბუტებია დელიკატური და ნაზი ფერები, ტექსტილი, ყვავილებისა და ვინტაჟური სტილის აქსესუარების სიმრავლე.

 

სტილის საფუძვლები

  • ბუნებრივი მასალები
  • დელიკატური პასტელური ფერები
  • ლავანდა
  • ვარდისფერისა და ლურჯის ყველა ტონი
  • ფრანგული ღვინო
  • ყველი
  • მაქმანი
  • ნაქსოვი ავეჯი
  • ყვავილები

 

სტილის შესახებ

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არის დღეს ასე პოპულარული პროვანეს სტილი, არ არის საკმარისი მხოლოდ გინდოდეთ ქორწილი ამ სტილში და უპირატესობა მიანიჭოთ იასამნისფერს. თქვენ მთელი გულითა და სულით, უნდა ჩაეფლოთ ამ სტილის განსაკუთრებულ ატმოსფეროში. ამ სტილს სჭირდება მაქსიმალური შეგრძნება, უნდა შეიყვაროთ იგი და დაემორჩილოთ მის ხიბლსა და მიმზიდველობას.

Provence - არაჩვეულებრივად ლამაზი ფრანგული რეგიონია, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და თვალწარმტაცი ბუნება. მისი ლავანდის ველები, პატარა მყუდრო ქალაქებით შეიცვალა, სადაც დღემდეა შემორჩენილი ზღაპრული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ფრანგული სამზარეულოსა და ღვინოებისადმი საოცარი სიყვარული.

 

ფერთა გამ:

  • რძიანი-თეთრი
  • კრემისფერი
  • ლავანდისფერი
  • ზეთისხილისებრი-მწვანე
  • ყვითელი
  • ქვიშისფერი
  • ნაზი ფორთოხლისფერი
  • ტერაკოტისფერი
  • ღია ნაცრისფერი

პასტელური პალიტრა, რომელიც ერწყმება ნათელ ფერებს, ქმნის სიმყუდროვეს, მშვიდ კარგ განწყობას.

პროვანეს სტილი ასევე მოიცავს ანტიკურ ნივთებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ისტორია. პროვანეს სტილის ქორწილის ორგანიზებას თანდათანობით და აუჩქარებლად უნდა მიჰყვეთ. ძალიან ყურადღებით უნდა მიუდგეთ ჭურჭელს, მაგიდებს, სერვირებას, სკამებსა და, რა თქმა უნდა, ფერთა პალიტრას.

 

 

ნეფე-პატარძლის სამოსის ,,სტილი“

დახვეწილობა, რომანტიკა, ბუნებრიობა - ეს ის უმნიშვნელოვანესი ჩამონათვალია, რომელიც უნდა იყოს დაცული პატარძლის იმიჯში. თანამედროვე დიზაინერებმა კარგად იმუშავეს იმ პატარძალთა კატეგორიაზე, რომლებიც ამ სტილისტიკის ქორწილს ირჩევენ. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი - სიმარტივე და ბუნებრიობაა. უმჯობესია, თუ პატარძლის კაბა ელეგანტური, დახვეწილი და მაქსიმალურად ბუნებრივი იქნება. უპირატესობა მსუბუქ, ჰაეროვან, მაქმანიან კაბებს მიანიჭეთ, რომლებშიც არანაირი კორსეტი და მჭიდრო დიზაინი არ მოიაზრება.

გულისამაჩუყებელი, ნაზი პატარძალი - იდეალურია ,,Provence“ სტილისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ კაბას მსუბუქი, ჰაეროვანი ვუალი შეურჩიოთ, რომელიც თქვენს იმიჯს, კიდევ მეტ რომანტიულობას შესძენს. კაბას შესანიშნავად შეავსებს მსუბუქი, ნაზი სანდლები, რომელიც მარტივი და კომფორტულია. ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ ელეგანტური ფეხსაცმელი, მაგრამ სასურველია დაბალ ქუსლზე.

ნეფის ვიზუალი ისევე, როგორც პატარძლისა, უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი და კომფორტული. კოსტიუმი უნდა იყოს ელეგანტური, მაგრამ სადა. უპირატესობა მიანიჭეთ - მსუბუქ, ბუნებრივ ქსოვილებს და მშვიდ ფერებს.

 

 

საქორწილო ორგანიზაცია

თქვენი ქორწილის ორგანიზების საუკეთესო დროა ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.

პროვანეს სტილის ქორწილის ორგანიზება უმჯობესია ქალაქგარეთ, მაგალითად: სიმწვანეში, აყვავებულ მდელოებზე, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ მორთული, საქორწილო კარვები. თაღების ნათელი ზურმუხტისფერი გამწვანება ან მინდვრის ყვავილოვანი მცენარეების სიმრავლე, შესანიშნავი დამატება იქნება სადღესასწაულო ატმოსფეროსთვის და არაჩვეულებრივი ფონი - ფოტოგადაღებისათვის.

 

 

ფლორიტიკა და დეკორი

სივრცის გაფორმებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვინტაჟური დეტალები. ხის, ოდნავ მოძველებული, ზედაპირები, უბრალო ტექსტილები, ნაქსოვი ელემენტები, ფულმფულა დეკორატიული ბალიშები და, რა თქმა უნდა, ლავანდა - შესანიშნავი ვარიანტია პროვანეს სტილში, საქორწილო მაგიდების გაფორმებისთვის.

საპატარძლო თაიგული პროვანეს სტილში უნდა შეიცავდეს ველურ და ხმელ ყვავილებს, შეგიძლიათ შემატოთ ლავანდა.
ყვავილები უნდა იყოს ნაზი ვარდისფერი, ფერფლისფერი, ლურჯი, იასამნისფერთა ყველა ტონი, თეთრი და კრემისფერი.

Provence-ს საოცარი სამზარეულო აქვს. უგემრიელესი ყველი და ღვინო, არომატული პური, ახლადგამომცხვარი ბაგეტებით, სხვადასხვა სახეობის თაფლი, ხილი და კენკრა - ეს ყველაფერი თქვენს საქორწილო მენიუში, რაღაც რაოდენობით მაინც, უნდა იყოს წარმოდგენილი. პროვანეს სტილის ტკბილი სუფრა კი, შეგიძლიათ გააფორმოთ - ,,მაკარუნის“ ნამცხვრებით, ვაშლის პეროგით, ქაფქეიქითა და სხვადასხვა სახის კენკრით.

 

 

მასალის ავტორი: ნინო ცქვიტინიძე


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый