Добавление компании

გეგმავთ დაუვიწყარ ქორწილს გაზაფხულზე? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა...

6512

რა ტენდენციებია აქტუალური 2020 წლის გაზაფხულისთვის, როგორ გავაფორმოთ ჩვენი ქორწილი თანამედროვე ტენდენციების მიხედვით:

 

გაზაფხულს ყოველთვის უფრო მეტი ენერგია, სიხალისე და ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ გაზაფხულზე რომანტიკა დაფრინავს ჩვენს ირგვლივ, იწყება თავბრუდამხვევი  საქორწილო სამზადისები.

2020 წელი იქნება აღმოჩენების, ახალი სიმაღლეების, გამბედაობის და, რა თქმა უნდა, შეგრძნებების დრო, ასე რომ, ახლავე დაიწყეთ თქვენი საგაზაფხულო ქორწილისთვის მომზადება რათა, იგი განსხვავდებოდეს ყველაფრისგან, რაც ადრე გინახავთ.

 

                                        

 

მყუდრო, პატარა ქორწილი

 

40 კაციანი ან შედარებით მცირე საქორწილო ცერემონია ტრენდულია 2020 წლის გაზაფხულზე.

გრძელი სუფრასთან და შორეულ ნათესავებთან აყვავებულ ბანკეტები, რომელთა სახელებიც არ გახსოვთ, გასული წლების ატრიბუტად იქცევა.

სანთლის ან ბუხრის მიერ მყუდრო გარემოში აღნიშვნა გაზაფხულის ცერემონიას გულწრფელობას, ექსკლუზიურობას და სითბოს მატებს.

გარდა ამისა, სტუმრების რაოდენობის შემცირება საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ ხარჯები თითოეული სტუმრისთვის და გაატაროთ თქვენი თაფლობის თვე საოცნებო მოგზაურობაში.

 

 

თითოეული სტუმრის ჩართულობა და მათი გათვალისწინება

 

ინდივიდის მოთხოვნილებები 2020 წლისთვის პრიორიტეტულია.

ყველა სტუმრისთვის საერთო მენიუ შეიძლება იყოს გარკვეული უპატივცემულობის ნიშანი, გაითვალისწინეთ სტუმრების გემოვნება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიეტა, ხორცზე უარის თქმა.

მოამზადეთ მენიუ  ვეგეტარიანელებისთვის, ალერგიით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც მხოლოდ უმ საკვებს ჭამს.

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

ვარცხნილობა და თმის სამაგრები

 

დაგღალათ პატარძლის ტრადიციულმა გარეგნობამ ფატით თავზე?

2020 წლის გაზაფხულზე ეს ყველაფერი თანამედროვეობით, ტრენდული გახდება სხვადასხვა დეკორატიული ვარცხნილობა, რომელიც ჩაანაცვლებს საპატარძლო ფატას.

შეგიძლიათ ვარცხნილობა გააფრომოთ ძვირფასი ქვებით, მარგალიტით, ცოცხალი ან ხელოვნური ყვავილებით.

 

                                     

უფრო მეტი ყვავილები

 

ყვავილებს თქვენი ქორწილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, 2020 წლის გაზაფხულზე ტენდენციურია ყვავილების მრავალფეროვნება.

პირველ რიგში, სანამ მოფიქრებთ თქვენი ყვევილების პალიტრას, გაარკვიეთ საქორწილო ცერემონიალის სტილი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ყვავილების ფერთა გამა.

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ითამაშეთ ვარდისფერი ჩრდილებით, იასამნისფერი გამით, ნაზი ყვითელი და კრემისფერი ფერებით. რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული წელს არის ცისფერი ტონები.

 

სინათლე

 

2020 წლის გაზაფხულზე მოდაშია, რაც შეიძლება მეტი შუქი, განათება. ნათურები, სანთლები, ფანრები, ანტიკვარული სანათები, ეს ყველაფერი მოაქვს საგაზაფხულო ტენდენციებს.

ცერემონიის და ბანკეტის დასრულების შემდეგ შეცვალეთ შუქი, დაამატეთ წვეულების დროს მბჟუტავი შუქები და გარდაქმენით მთლიანი სივრცე განათების დახმარებით.

 

 

შექმენით რომანტიული ატმოსფერო უხვად დაამშვენებს მაგიდებს სანთლებით და ისიამოვნეთ თქვენი დღესასწაულის ინტიმურობით.

 

 გამწვანება

 იზრუნეთ, რაც შეიძლება მეტ სიმწვანეზე, რომ თქვნი ქორწილის ყველა კუთხეში იგრძნობოდეს გაზაფხულის სურნელი.

 გამოიყენეთ დეკორში ბევრი სიმწვანე, მკვეთრი გაბედული ფერები. ყვავილები, ფოთლები, ბალახი, კენკრა, მეტალიკის ფერები, შეგიძლიათ შექმნათ მრავალი განსხვავებული კომპოზიციის ერთიანობა.

შექმენით ფერების აფეთქება თქვენს განსაკუთრებულ, დაუვიწყარ საქორწილო დღეზე.

 

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4809

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6786

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5237

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый