Добавление компании

"საშუალება მოგვეცა გვენახა ფანტასტიური ადგილები საქართველოში"- კამელია ლამბრუ, Wedding Stars Awards

15722

6 თებერვალს "The Biltmore Tbilisi" -ში, პირველი ქართული საქორწილო პრემიის “Wedding stars awards” -ის დაჯილდოვება გაიმართება. მისი მიზანი, მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბება და საქორწინო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენაა. დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 25-მდე ნომინაციაში გამოვლინდებიან, რომლებსაც პროფესიონალი, სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟიურის წევრები გამოავლენენ.

wedder.ge “Wedding stars awards”-ის ოფიციალური პარტნიორია. დაჯილდოვების ცერემონიამდე ეტაპობრივად წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ სხვადასხვა სფეროში და ქვეყანაში მოღვაწე ჟიურის წევრებს. 

 

კამელია ლამბრუ იტალიის პირველი ეროვნული საქორწილო დაჯილდოვების იდეის ავტორი და ორგანიზატორია. ის აქტიურად მოღვაწეობს ქორწილებისა და ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც. კამელია ლამბრუ wedder.ge-ს “Wedding stars awards”-ის მნიშვნელობასა და ქართული საქორწილო ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა. 

 

- მოგესალმებით კამელია. პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის. წარვუდგინოთ თქვენი თავი მკითხველს- ვინ ხართ და რა საქმიანობას ეწევით?

 

- მე ვარ კამელია ლამბრუ, ივენთ-მენეჯერი და იტალიის პირველი ეროვნული საქორწილო დაჯილდოების და კონფერენციის „WEDx” იდეის ავტორი, რომლის  მე -5 ცერემონიაც იტალიაში, სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

 

რა არის ბედნიერი თარიღების კალენდარი?

 

- იცნობთ თუ არა მეტნაკლებად ქართულ საქორწილო ინდუსტრიას და თქვენი აზრით, აქვს თუ არა მას პოტენციალი, გახდეს სასურველი საქორწილო არეა, უცხოელი წყვილებისთვის?

 

- სამწუხაროდ, აქამდე ქართულ საქორწილო ბაზარს არ ვიცნობდი, თუმცა ახლა გაცნობის პროცესში ვარ, რაც "Wedding Stars Awards"-მაც განაპირობა და გარკვეულწილად საქართველოში ჩატარებულმა PX კონგრესმა და შოუმაც, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ განსაკუთრებულად, გრანდიოზულად უმასპინძლა და ადგილობრივი ბაზრით დაგვაინტერესა. თვალს ვადევნებდით კონგრესის მიმდინარეობას სოციალური ქსელების საშუალებით, ვნახეთ ყველა აქტივობა და მოგვეცა შანსი ფანტასტიური ლოკაციები გვენახა, შეგვერჩია და გაგვეთვალისწინებინა.

 

- რა მნიშვნელობა აქვს  ღონისძიებას Wedding Stars Awards ქართული საქორწილო ინდუსტრიისთვის და რა გამოცდილებას ტოვებს იტალიური ანალოგი?

 

- ამ ტიპის დაჯილდოვები, ეროვნული მასშტაბით საუკეთესო საშუალებაა ცნობადობის ასამაღლებლად. გარდა ამისა, დაჯილდოვება კომპანიებს, თავიანთი ხარისხის და პროექტების  რაოდენობის ზრდაში ეხმარება. ხოლო  წყვილებისთვის ეს ხარისხის გარანტიაა და დაჯილდოვება მონაწილე კომპანიების რეპუტაციაზეც დადებითაც აისახება.

გამარჯვებულებს, მაღალი დონის საერთაშორისო ან ადგილობრივი ჟიური ირჩევს, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზულობას, გამჭვირვალობას და სანდოობას. ამასთან, დაჯილდოების ცერემონია და გალა ვახშამი არის შესაძლებლობა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საქორწილო მიმწოდებლებმა შექმნან კომუნიკაცია და ერთად იმუშაონ. დარწმუნებული ვარ Wedding Stars Awards 2020-ის შედეგები იქნება იმდენად თვალსაჩინო, რომ შემდეგში მისით დაინტერესება გაცილებით მაშტაბური იქნება.


Комментарии
Последние статьи
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5227

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Наиболее читаемый