პროდუქტები
ბაკურიანი ინნ - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში, ცენტრთან ახლოს.
სასტუმრო აღჭურვილი იქნება 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით. სასტუმრო უმასპინძლებს ერთდროულად 350 ადამიანს.
სასტუმროს ფანჯრებიდან და აივნებიდან გადაიშლება მთიანეთის დაუვიწყარი ხედები.
სასტუმრო დამსვენებლებს შესთავაზებს ორჯერად კვებას რესტორანში, რომელსაც ჩვენი პროფესიონალი მზარეულები მოამზადებენ.
სასტუმრო “ბაკურიანი ინნ“ მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, გამორჩეული იქნება ისეთი სერვისებითაც, როგორიცაა უფასო ტრანსფერი სასტუმროდან საბაგიროებამდე და უკან. დატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელი იქნება სასტუმროს ტრანსფერის შეკვეთა თბილისიდან ან საქართველოს სხვა ნაწილიდან,
მაღალკვალიფიციური პერსონალი, 24-საათიანი სერვისი და უსაფრთხოება სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
სასტუმროში დაგხვდებათ:
ტერასა ;
შშმ პირების მოთხოვნილებებზე მორგებული ოთახი;
საოჯახო ტიპის ოთახი;
პარკირების ადგილი;
საბილიარდო;
ბარგის შესანახი ოთახი ;
თხილამურებისა და ფეხსაცმლების შესანახი ოთახი;
უკაბელო ინტერნეტი;
ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები;
დახურული საცურაო აუზი;
მშრალი და სველი საუნები;
სამასაჟო და სპა ცენტრი;
ბავშვთა გასართობი სივრცე;
7 სხვადასხვა ტიპის რესტორანი;
საკონფერენციო დარბაზი;
საკონცერტო დარბაზი;
24 000 კვ გამწვანებული ტერიტორია;
500 მეტრი სასეირნო ბილიკი ტერიტორიაზე;
ბაკურიანი ინნ - ხარისხიანი მომსახურება, ესტეთიური დიზაინი და კომფორტული გარემო მხოლოდ თქვენთვის.
ვრცლად
დაჯავშნა