მე ვარ ფოტოგრაფი თბილისში.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგო თუ რა სურს კლიენტს, რათა მაქსიმალურად შევძლო დავაკმაყოფილო მისი მოთხოვნილებები და მივიღო იდიალური შედეგი.
ჩვენ ერთად ვაზუსტებთ გადაღებების ყველა წვრილმანს, იმისთვის რომ გავიგოთ გვჭირდება მაკიაჟი თუ არა, გვჭირდება საღამოს კაბა თუ არა, რომელ ლოკაციაზე გადავიღებთ ფოტოებს და ა.შ. მხოლოდ ასეთი დაგეგმილი ფოტოსესია მოგვცემს სასურველ შედეგს.
ჩემი და ასევე სხვა ფოტოგრაფების გამოცდილება აჩვენებს, რომ კადრში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ლამაზი. თუ კი გადაწყვეტთ ჩემი მომსახურეობით სარგებლობას დაივიწყეთ ფრაზები "არ ვარ ფოტოგენური", "არ ვიცი პოზირება". მე ვიცი, როგორ გარდავქმნა კლიენტი ფოტოგენურ პიროვნებად, რომელიც კადრში იქნება ენერგიული და ხალისიანი.
ვრცლად
დაჯავშნა